სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.
▪ ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა წარმოადგენს სასაზღვრო ზონას. აქ შესვლა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშვების დახმარებით, რომელსაც გასცემს სასაზღვრო პოლიცია.
▪ საშვების დროულად დასამზადებლად განცხადების შეტანა უნდა მოხდეს გამგზავრებამდე 1 კვირით ადრე.
▪ იმისათვის, რომ მოხვდეთ სიაში, უნდა გადმოგვიგზავნოთ პირადობის მოწმობის/პასპორტის კარგი ხარისხის ფოტო, სადაც გარკვევით გამოჩნდება თქვენი პირადი ნომერი, ვინაობა და ფოტოსურათი.
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 11 კმ. ალპური ბილიკი და სამანქანო გზა. საშუალო სირთულის რელიეფი. მკვეთრი აღმართი 150 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
გასვლის საწყისი წერტილი -2218მ.
გასვლის ყველაზე მაღალი წერტილი - 2380მ.
გასვლის სასრული წერტილი -2218მ.
ტურის საერთო სირთულე:
★★☆☆☆ - ( საშუალო )
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
მარტივი რელიეფი, დიდი მანძლი, ერთი მკვეთრი აღმართი, მსუბუქი ბარგი, მდინარის გადალახვა.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• ზურგჩანთა ერთდღიანი ლაშქრობისათვის;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• საწვიმარი
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 1 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• თუ ხართ ძებნაში, სასაზღვრო ზონაში არ დაიშვებით;
• პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარეშე სასაზღვრო ზონაში არ დაიშვებით.
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
24.08.2025
06:30
გასვლის დრო - 07:00. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
ღირსშესანიშნაობანი:
• ზაქაგორის ციხე;
• მთავარანგელოზის ეკლესია თერგისა და სუათისის ხეობების შესაყართან;
• ხედები თრუსოს ხეობაზე მთავარანგელოზის ეკლესიიდან;
• ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა, რომელიც სტანდარტულ თრუსოს ტურებში არასდროს ხვდება (საჭიროა საშვები).
• სოფლები: ქართსოფელი, ცოცოლთა და ჯიმარა.
ფასი:
80 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: ზაქაგორს იქეთ
ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
ფასში არ შედის:
• კვება;
• სალაშქრო აღჭურვილობა(ზურგჩანთა, ჯოხები, გზაქურა და ა.შ.);
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 1 კვირით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ ბრუნდება
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა: