წელს ჩვენ დაგვხვდება ბილიკი, რომელიც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილიდან.
გარბენს ვიწყებთ სოფელი გერგეთიდან. გერგეთის სამების პარკინგის გავლით და ზამთრის ბილიკით მივემართებით საბერწემდე. უღელტეხილამდე არმისული სახალისო გარბენის მონაწილეები გამობრუნდებიან უკან, ხოლო Sky და Extreme შეჯიბრის მონაწილეები გააგრძელებენ სვლას უღელტეხილისკენ, დაეშვებიან მდინარისკენ და ხიდის გადაკვეთის შემდეგ მიადგებიან ალპურ ქოხ ალტიჰათში განთავსებულ დამხმარე სადგურს.
ალტიჰათთან Skyrace დისტანცია აღწევს უმაღლეს წერტილს (3,014მ), რის შემდეგაც იწყება გრძელი დაღმართი ფინიშისკენ, ალტიჰათის, საბერწეს უღელტეხილისა და ზაფხულის ბილიკის გავლით.
Sky-სგან განსხვავებით, გერეთის Extreme შეჯიბრის მონაწილეებისთვის თავგადასავალი კიდევ უფრო ზემოთ მიემართება. მონაწილეები გადაივლიან გერგეთის მყინვარს, გადაახტებიან ყინულიან ნაკადულებს და ავლენ ბეთლემის ქოხამდე (3,650მ).
ბეთლემის ქოხი (მეტეო) მოსატრიალებელი წერტილია. ალტიჰატში შეჩერების შემდეგ, მორბენლები გაივლიან საბერწეს უღელტეხილს და გაკვალული ზაფხულის ბილიკიდან გადაუხვევენ კიდევ ერთი ქედის დასალაშქრად, რომელიც მორბენლებს სოფელ გერგეთისკენ გაუძღვება. სოფელში ჩასვლის შემდეგ მონაწილეებს საბოლოო წინაღობა დარჩებათ წინ: 2.5კმ აღმართი ფინიშამდე.
გარბენის ოთხივე დისტანცია მარკირებულია TRAILLAB-ის ხელწერით. ბილიკის გასწვრივ, მონაწილეთათვის მოეწყობა დამხმარე სადგურები:
Fun Run, 4km
-გერგეთის სამების პარკინგი, 1.5კმ
Classic Trail, 10km
-ზაფხულის ბილიკი, 5.5კმ
Skyrace, 15km
-ალტიჰათი, 7კმ
-ზაფხულის ბილიკი, 10.5კმ
Extreme, 30კმ
-ალტიჰათი, 7კმ
-ბეთლემის ქოხი, 10.5კმ
-ალტიჰათი, 14კმ
-ზაფხულის ბილიკი, 18კმ
ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:
Fun Run, 3:00 სთ
Classic Trail, 3:30 სთ
Skyrace, 4:30 სთ
Extreme, 8:00 სთ
This year you will experience an unforgettable mountain adventure. Steep climbs, high elevation, unforgettable and wild nature, mountain river crossing, technical sections and an amazing view on Kazbegi Mountain following all the way along the trail.
The race starts in village Gergeti and continues through Gergeti Trinity Church parking area to Sabertse Pass via the Winter Path. All along the path, the view of the magnificent Kazbegi Mountain will encourage runners fighting climbs. In the middle of the path, participants of the Fun Run race will take sharp left and reach the parallel Summer Path, have some drinks and food at the point and enjoy their descent to the finish. Runners of the Sky and Extreme races will reach the pass, cross a mountain stream via bridge and stop at Altihut, where check and refreshment point is located. Here Skyrace participants turn around and start descent towards the finish line. While Extreme continue further up and get to the highest point of their journey (3,650 masl): Mount Kazbegi Base Camp and Bethlemi Hut. Now the long descent to the finish is ahead through the Glacier, Altihut, Sabertse Pass and the Summer Path.
The routes for all the four distances will be marked in TRAILLAB style. The aid stations will be available at the following locations:
Fun Run, 4km
-Gergeti Trinity Church parking area, 1.5km
Classic Trail, 10km
-Summer Path, 5.5km
Skyrace, 15km
-Altihut, 7km
-Summer Path, 10.5km
Extreme, 30km
-Altihut, 7km
-Bethlemi Hut, 10.5km
-Altihut, 14km
-Summer Path, 18km
Runners must finish the distance inside the time limits:
Fun Run, 3:00 hrs
Classic Trail, 3:30 hrs
Skyrace, 4:30 hrs
Extreme, 8:00 hrs
Also check out other Sports events in Vladikavkaz, Trips & Adventurous Activities in Vladikavkaz.