სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში, ჩარიცხვის შემდგომ კი უნდა წარმოადგინოთ ქვითარი ან ფოტო სქრინი.
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 10 კმ. ალპური ბილიკი, ციცაბო კლდოვანი აღმართი ბილიკის გარეშე, ნაშალი კლდე.
• დღე II: 10 კმ. ალპური ბილიკი, ციცაბო კლდოვანი დაღმართი ბილიკის გარეშე, ნაშალი კლდე.
მაქსიმალური სიმაღლე: 3211 მ.
ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - ( რთული)
რთული რელიეფი, დიდი მანძილი, რამდენიმე მკვეთრი აღმართი, გაფუჭებული ბილიკები, ცივი (მუხლამდე) მდინარის გადალახვა.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა
აუცილებელი:
• პირადობის მოწმობა/პასპორტი;
• საძილე ტომარა;
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• სამსეზონიანი სალაშქრო კარავი;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• საკუთარი კარავი;
• სალაშქრო გაზქურა;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• მარშრუტი არის რთული. ზოგ შემთხვევაში ბილიკის გარეშე, რთულ რელიფზე გვიწევს მოძრაობა;
• კარგი სალაშქრო აღჭურვილობის, კარგი ფიზიკური მომზადებისა და საკმარისი სალაშქრო გამოცდილების გარეშე სიაში ვერ მოხვდებით;
• მდინარე სუათისის გადალახვა;
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• ტური შეიძლება გაუქმდეს სტიქიური უბედურების შემთხვევაში (წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ.)
• ნისლიანი ამინდის შემთხვევაში არ გვექნება ხედები;
• აღნიშნულ მარშრუტზე მოგვიწევს გავიაროთ სასაზღვრო საგუშაგო. პირადობის მოწმობის/პასპორტის გარეშე მესაზღვრეები არ გაგატარებენ და მოგიწევთ ადგილზე დარჩენა.
• მარშრუტზე საჭიროა საშვები, რომლის დამზადებისთვის საჭიროა 5 სამუშაო დღე, ამიტომ სიაში ჩაწერა შეწყდება გასვლამდე 1 კვირით ადრე.
ღამისთევა:
ღამისთევა მოხდება კარვებში.
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
30.08.2025
05:00
გასვლის დრო - 05:30. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
ღირსშესანიშნაობანი:
თრუსოს ხეობა;
ზაქაგორის ციხე;
სუათისის ხეობა;
სუათისის მყინვარი;
მნის ეშვი;
სუათისის მყინვარული ტბები;
220 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: სუათისი
ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა;
• ჩაფხუტი
ფასში არ შედის:
• კვება;
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მაისური.
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა: