🟢 სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.
🏞️ ტურის მთავარი წესები და პირობები:
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
🗺️ ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 15 კმ. ტყის ბილიკი. ბანაკი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. პირველ დღეს ასაწევი სიმაღლე - 1500მ.
• დღე II: 16 კმ. ალპური ზონა. მკვეთრი აღმართი 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. ბანაკი ზღვის დონიდან 2650 მეტრზე.
• დღე III: 15 კმ. ალპური ბილიკი, ტყის ბილიკი. მკვეთრი დაღმართი 2000 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 500მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 3070მ;
• სასრული სიმაღლე 500მ.
🌟 ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - (რთული)
რთული რელიეფი, დიდი მანძილი, ბევრი აღმართი და მკვეთრი დაღმართი, საშუალო სიმძიმის ბარგი.
⸻
🎒 გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• კარავი, თბილი საძილე ტომარა, საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;
⸻
🍽️ კვება:
თან უნდა იქონიოთ 3 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი გზაზე შევსების შესაძლებლობა იქნება;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
🩺 ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
⚠️ რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
ღამისთევა:
კარვებში ან ტურისტულ თავშესაფარში (წამომსვლელის სურვილისამებრ)
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
⸻
🕖 შეკრების ადგილი და დრო:
M ისანი (შუქნიშნების წინ არსებული პარკინგი)
12.09.2025
07:00
გასვლის დრო - 07:30. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
📸 ღირსშესანიშნაობანი:
• ლაგოდეხის ეროვნული პარკი;
• შავი კლდეების ტბის ბილიკი;
• შავი კლდეების ტბა;
• ხედები პანორამული ბილიკიდან ალაზნის ველზე.
💰 ფასი:
170 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: შავი კლდეების ტბა
ფასში შედის:
• დაცულ ტერიტორიებზე საკარვე ადგილის ღირებულება;
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა (საძილე, საგებელი, კარავი);
ფასში არ შედის:
• ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში (ერთი ღამე 30 ლარი, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის - 15 ლარი)
• კვება;
⸻
📌 გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
🎁 ბონუსები და ფასდათმობა:
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა: