თუშეთი 4 დღე [18-19-20-21 სექტემბერი], 18 September | Event in T'elavi

თუშეთი 4 დღე [18-19-20-21 სექტემბერი]

Travel Man

Highlights

Thu, 18 Sep, 2025 at 05:00 am

თუშეთი, ფარსმა

Advertisement

Date & Location

Thu, 18 Sep, 2025 at 05:00 am - Sun, 21 Sep, 2025 at 11:00 pm (GET)

თუშეთი, ფარსმა

Zemo Alvani, Akhmetis Raioni, Georgia, T'elavi

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

თუშეთი 4 დღე [18-19-20-21 სექტემბერი]
👉 წამო თუშეთში🔥#TravelMan გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას ზღაპარულ თუშეთში 4 დღით🍂💗ხელშეუხებელი ბუნება, საოცარი პანორამული ხედები🏞️ უძველესი ისტორიული სოფლები და რაც მთავარია ადგილობრივი უგემრიელესი კერძები🥰 აი ეს გელოდებათ თუშეთში რათქმაუნდა ჩვენთან ერთად 😍🎒

♦️ტურის გამართვის თარიღია
🗓️ 18-19-20-21 სექტემბერი
(ხუთშაბათიდან - კვირამდე)

♦️ტურის სახეობა
მოგზაურობა (Off-Road)
ფეხით სავალი მანძილი(4-5კმ)

🚩მოსანახულებელი ადგილები

📅 დღე I
🔰 სოფელი ალვანი
🔰 აბანოს უღელტეხილი 2900მ
🔰 დაჯის კაფე♥️
🔰 ომალო,ვიზიტორთა ცენტრი
🔰 შენაქო
🔰 დიკლო
🏕️ (დაბინავება სასტუმროში)


📅დღე II (გომეწრის ხეობა)
🔰 ბოჭორნა 2345მ
🔰 დოჭუ
🔰 ბეღელა
🔰 ალისგორი
🔰 ჯვარბოსელი
🔰 ბეწვის ხიდი
🔰 ილიურთა
🏕️ დაბრუნება სასტუმროში (თავისუფალი დრო)

📅დღე III (პირიქით თუშეთი)
🔰 დართლო
🔰 კვავლო
🔰 ფარსმა
🔰 გირევი
🔰 ჭეშო
🏕️ დაბრუნება სასტუმროში (თავისუფალი დრო)

📅დღე lV
🔰 კესელოები
🔰 ზემო ომალო
🔰 ნიამორების გადმოსახედი
🔰 ხისოს ტბა
🏕️ გამომგზავრება თბილისში

🪙 ტურის ღირებულება
💸 440 ლარი (სასტუმროში ღამისთევით)
💸 330 ლარი (კარვებით)

🪙 ტურის ღირებულება ორჯერადი კვებით
💸 620 ლ

♦️ ღირებულებაში შედის
- მგზავრობა 4X4WD Mitsubishi Delica მარკის ავტომობილით
- გამყოლის (გიდი) მომსახურება
- სამი ღამე საოჯახო სასტუმროში

❌ ღირებულებაში არ შედის
-კვება ინდივიდუალურია მოგვაქვს სამი დღის სამყოფი საკვები ან ვუკვეთავთ სასტუმროში 🍔
- საკარვე აღჭურვილობა (დაგეხმარებით შოვნაში თუ არ გაქვთ)

⛑️გასათვალისწინებელი რჩევები და საჭირო ნივთები
-ვიცმევთ მთის შესაფერისად ამინდი ცვალებადია სასურველია იქონიოთ მეორე წყვილი ფეხსაცმელი და საწვიმარი
- მზისგან დამცავი კრემი
- პირადი აფთიაქი

📍შეკრების ადგილი
_ მერაბკოსტავას ქუჩა N 73
_ მეტრო: ტექნიკური უნივერსიტეტი
_ სპორტის სასახლესთან
⬅️ ხუთშაბათი
🕑 06:30 გასვლა
⬅️ კვირა
🕑 22:00 დაბრუნება თბილისში
დაგვიანებულებს ველოდებით მაქიმუმ 10 წუთი‼️

⛑️გასათვალისწინებელი რჩევები და ხშირად დასმული კითხვების პასუხები🤝
_ თუშეთში ჭირს კვების ობიექტები ამიტომ ვითვალისწინებთ სამი დღის სამყოფ საკვებს წინასწარ ან ვუკვეთავთ სასტუმროში წინასწარ 🥘
_ სასტუმროში განთავსებისას უპირატესობა ენიჭებათ წყვილებს შემდეგ ნაწილდებიან გოგონები ერთად ბიჭები ერთად
_ თუშეთში აკრძალულია ღორის ხორცის ნაწარმის წამოღება
_ თუშეთში ელექტროენერგიის წყარო მზის პანელებია, ამიტომ დენს მხოლოდ ტელეფონის დასატენად ვიყენებთ, თმის საშრობი და მსგავსი ელექტრონული ნივთები არ დაიშვება ტურზე
_ გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თუშეთში კომფორტული პირობები არის მინიმალური ამის ხარჯზეა ეს ბუნება ასეთი უნიკალური და ულამაზესი
_ გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თუშეთში ტრანსპორტირება ხდება Mitsubishi Delica 4x4wd ავტომობილით სადაც ადგილების დაკავება წინასწარ არ ხდება და ტურის მსვლელობისას თითოეული მონაწილე ვალდებულია ერთმანეთს გაუცვალონ ადგილი წინა მხარეს
_ ტურს უძღვებიან გამოცდილი მძღოლები და გიდები ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხო მოგზაურობას თუშეთის ულამაზეს ბუნებაში ამიტომ ნუ შეგაშინებთ თუშეთში მოგზაურობა გზის გამო
_ გთხოვთ მაქსიმალურად იქონიეთ ფერადი ტანისამოსი ფერადი ფოტოების
გადასაღებად

⭕(ტურის მსვლელობისას ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს საჭიროების და ამინდის მიხედვით სანახაობათა თანმიმდევრობა)

‼️ მოგზაურობა რომ იყოს კომფორტული და უსაფრთხო ვითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს და წესებს
- ვემორჩილებით ორგანიზატორს
- აკრძალულია ალკოჰოლის წამოღება და მისი მიღება
- ორგანიზატორის გაუფრთხილებლად გზიდან გადახვევა
- აკრძალულია შინაური ფრინველების და ცხოველების წამოყვანა ტურზე
- არ ვანაგვიანებთ გარემოს
(დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას მოხსნას ტურიდან ურჩი მონაწილე)
-ტურის ორგანიზატორი ასევე უფლებამოსილია შეცვალოს ტურის მსვლელობა ან შეწყვიტოს ტური თუ საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას
- ამინდზე ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი (თავად შეარჩიეთ სასურველი ამინდი და ასე დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა)

♦️ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ @travel man პირად შეტყობინებაში
- სახელი - გვარი
- ტელეფონის ნომერი
- ტურის დასახელება და რიცხვი

♦️ ფინანსური საკითხი
-თანხა ირიცხება წინასწარ
-დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი ტურის დასახელება
- საქართველოს ბანკი: GE61BG0000000345905883
-მიმღები : ნოდარ კუძიევი
- ჩარიცხვის შემდეგ გვატყობინებთ
-ტურამდე 4 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება⚠️
______________________________
ℹ️დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ამ დაგვიკავშირდით ნომერზე

☎️ +995 555 007 043 (ნოდარი)
☎️ +995 599 350 065

📞 Whatsapp 555 007 043

👉იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ საქართველო ჩვენთან ერთად Travel Man 💓


You may also like the following events from Travel Man:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

თუშეთი, ფარსმა, Zemo Alvani, Akhmetis Raioni, Georgia, T'elavi
Get updates and reminders

Host Details

Travel Man

Travel Man

Are you the host? Claim Event

Advertisement
თუშეთი 4 დღე [18-19-20-21 სექტემბერი], 18 September | Event in T'elavi
თუშეთი 4 დღე [18-19-20-21 სექტემბერი]
Thu, 18 Sep, 2025 at 05:00 am