🧠 ცნობილი ფაქტია რომ ჩვენი ტვინი ნეროპლასტიურია და მარტივად ექვემდებარება ტრანსფორმაციას სხვა და სხვა თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.ნეიროგრაფიკა ტრანსფორმაციული თერაპიის უახლესი მეთოდია და წარმოადგენს ერთგვარ არავერბალურ თერაპიას, რომლის მეშვეობითაც ხდება ნეირონული კონტურის ტრანსფორმაცია კონრეტულ საკითხთან მიმართებაში, ხდება ახალი ნეირონული კავშირების შექმნა.
🖍️სესიის დასრულებისას სარკისებრი ნეირონები აფიქსირებენ ცვლილებას ნახატზე, აკოპირებენ ახალ “პროგრამას” და შედეგად ყალიბდება საკითხისადმი ახალებური ხედვა/დამოკიდებულება.ის დაგეხმარება გადალახო შინაგანი წინააღმდეგობები, დაძაბულობა და დესტრუქციული რწმუნებულებები, რომლებიც ხელს გიშლის სასურველი მიზნის/მდგომარეობის მიღწევაში
ვორქშოფი დასრულდება ბგერითი თერაპიით ლიკა ევგენიძესთან ერთად, რომელიც დაგეხმარება:
📣ვიბრაციული სტიმულაციის მეშვეობით ნერვული სისტემის რეგულაციაში — კვარცის თასებიდან გამომავალი ბგერები კონკრეტული სიხშირეებით მოქმედებს ტვინის ტალღებზე (Alpha, Theta), რაც იწვევს ღრმა რელაქსაციას და დაძაბულობის განმუხტვას.
🧠 ტვინის ჰემისფეროების სინქრონიზაციაში — ბგერითი ტალღები ხელს უწყობს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების ჰარმონიზაციას, რაც აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, ემოციურ წონასწორობასა და შემოქმედებით აზროვნებას.
🧘🏻ჰომეოსტაზისა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ბალანსში მოყვანაში — რეგულარული ბგერითი ზემოქმედება ხელს უწყობს პარასიმპათიკური (დამამშვიდებელი) სისტემის გააქტიურებას, რაც ამცირებს კორიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს და აძლიერებს იმუნურ რეაქციებს.
🌐 მოლეკულურ დონეზე წყლის სტრუქტურის გავლენა — ადამიანის სხეულის 70%-ზე მეტი წყალია, ხოლო ბგერას შეუძლია წყლის მოლეკულების სტრუქტურიზაცია. შესაბამისად, თერაპია პოზიტიურად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.
ეს პრაქტიკა წარმოადგენს თანამედროვე ნეირომეცნიერების, აკუსტიკისა და ძველი ჰოლისტიკური ცოდნის გადაკვეთის წერტილს — სადაც მეცნიერება და მედიტაცია ერთ მთლიან გამოცდილებად გარდაიქმნება.
ფასილიტატორები : ლიკა ევგენიძე და თეა გელაშვილი
ღირებულება შეადგენს 180 ლარს, ღირებულებაში გათვალისწინებულია ლანჩის შესვენება.
ადგილები შეზღუდულია, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე:
https://forms.gle/vFKmjvH8QvKp14b77