14 ივლისს, შვიდის ნახევარზე, მწერალთა სახლში გაიმართება ემიგრანტული და პატრიოტული პოეზიის საღამო.
საკუთარ ლექსებს პატრიოტულ თემაზე წაიკითხავენ - "21-ე საუკუნის ქართული პოეზიის" ჯგუფის ავტორები და ლიტერატურული დარბაზის წევრები, ხოლო ემიგრანტ პოეტებს წარადგენენ მათი მეგობრები ან სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მობილურით გადაიღოს კონკრეტული ავტორი და პირდაპირი ეთერით განთავსდეს ჯგუფის ვებ.გვერდზე.
(ერთდღიანი ინტერნეტის ჩართვა სულ რაღაც 2 ლარია)
ღონისძიების გრაფაში - "ესწრება", "დაინტერესებულია", "არ ესწრება", დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, რადგან ამის მიხედვით განისაზღვრება წამოსაღები წიგნების რაოდენობა.
ძველ კრებულებზე მომწერეთ პირადში.
გთავაზობთ პროგრამაში მონაწილეთა არასრულ სიას:
ხათუნა შავგულიძე, ქეთი შენგელია, მედეა რატიანი, ბელა ალანია, მაია ხოფერია, მაგული კორძაია, ეკა სურამელი, ნათია ჯიქურაშვილი, თინათინ უზარაშვილი, ეკა ბერიძე, ნელი ჯაბურია, ელეონორა გვარამაძე ვახტანგიშვილი, თეა ბარბაქაძე, ნარგიზა ფაჩულია, გიული ხაჩიძე, ციცინო ცქიტიშვილი, თამარ ერისთავი, ნინო გაბიძაშვილი, ნინო ავსაჯანიშვილი, სოფო ებრალიძე, აზა გოგიტაური, თენგიზ პაპაშვილი, დალი ზალიაშვილი, მაიკო დიაკონიძე, თენგო ფანცულაია, ირაკლი ნადარეიშვილი, ეთო მდინარაძე, ლეილა არხოშაშვილი, ნათელა მირუაშვილი, მაია ჯაყელი, ნანა გიგუაშვილი(წარმომადგენელი), ჯული ჩაკაბერია, ჯული ფოფხაძე, თამარ სეფაშვილი, ჯუბა ღებელი, თამაზ ჩადუნელი....
ტრადიციულად, წარმატებას ვუსურვებ მომავალ კრებულში დასაბეჭდ ავტორებს და რაღა თქმა უნდა, ღონისძიებაში მონაწილე ყველა გამომსვლელსაც.