არომატების ფსიქოლოგია, 17 July | Event in Tbilisi | AllEvents

არომატების ფსიქოლოგია

Irine Tabutsidze

Highlights

Thu, 17 Jul, 2025 at 07:00 pm

Tanadgoma

Advertisement

Date & Location

Thu, 17 Jul, 2025 at 07:00 pm (GET)

Tanadgoma

არჩილ ქურდიანის ქუჩა 23, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

არომატების ფსიქოლოგია
მოდით, დღევანდელ რეალობაში გემრიელი არომატების თავშესაფარი მოვიწყოთ. შევიკრიბოთ ფსიქოლოგიისა და არომატების მოყვარულები და ცოტა ხანს თავს უფლება მივცეთ განვიტვირთოთ და დავაკვირდეთ საკუთარ შეგრძნებებს. რა გელოდება?
-ლექცია
-ვოქშოფი
-არაფორმალური ურთიერთობები
-ყავა, ჩაი და მწვანე ეზო.

გინდა უკეთ გაერკვე არომატებში?
გიფიქრია როგორ ხდება რომ კარგ სუნამოს შეუძლია მთლიანად შეგიცვალოს განწყობა ისე რომ გარემოში არაფერი იცვლებოდეს?
რატომ ხდება რომ ერთ კონკრეტულ სუნს შეუძლია მოგონებების მთელი კასკადი აგიშალოს?
ან რა გვემართება როცა “ბრენდის სუნის” დახმარებით კონკრეტულ ობიექტზე დიდ ხანს ვჩერდებით და უფრო მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვგეგმავდით?
და საერთოდ, იცოდი რომ სუნის აღქმის მექანიზმი სულ ახლახან გაირკვა და მის აღმომჩენებს ნობელის პრემია გადაეცა, იმდენად დიდი მნიშვნელობის იყო ეს კვლევა?
რას შეცვლის ეს ლექცია თქვენთვის?
• გეცოდინებათ, როგორ გავლენას ახდენს არომატი ჩვენზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით;
• რა ძალა აქვს განწყობას, რომელიც კონკრეტული სუნის აღქმისგან იჩენს თავს;
• რამდენად მძლავრი იარაღია არომატი ზეგავლენის მოსახდენად;
• როგორ იყენებენ მარკეტინგში;
• როგორ მზადდება სუნამო, რეალურად როგორ ისმის ის ნოტები, რასაც აღწერაში ვკითხულობთ ხოლმე;
• შეგეძლებათ ადგილზე ნახოთ და დაყნოსოთ ნატურალური ეთერზეთები და გაიგოთ, რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს ფსიქო-ემოციური გავლენის მოსახდენად;
• ლექციის მანძილზე გვექნება სახალისო ტესტები და კიდევ უფრო მეტი გეცოდინებათ თქვენი არომატის შესახებ.
ლექცია საინტერესო იქნება ფსიქოლოგებისთვის და არომატების მოყვარული ნებისმიერი პროფესიის ადამიანებისთვის.
განსაკუთრებული თხოვნაა, ლექციაზე მოერიდეთ „დიდ შლეიფიან“, მკაფიო სუნის მქონე პარფიუმერიის გამოყენებას, რათა სხვებს ხელი არ შევუშალოთ ადგილზე განხილული არომატების აღქმაში.

სპიკერები:
ხათუნა ხაჟომია - ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ლექტორი, ტრენერი. აქვს პრაქტიკოს ფსიქოლოგად მუშაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. არის არაერთი პროფესიული ტრენინგ-კურსისა და სემინარის მონაწილე და კონსულტანტი.
ირინა ტაბუციძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ტრენერი. „ლონდონის ნლპ-სკოლის“ ნლპ-მასტერი; “საქართველოს ნლპ-სკოლის” ტრენერი. Erickson Coaching International – ის სერტიფიცირებული ქოუჩი. არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული აფილირებული პროფესორი. აქვს პრაქტიკოს ფსიქოლოგად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება; მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი.
ღირებულება: 60 ლ
ჩატარების ადგილი: არჩილ და გია ქურდიანების ქ. 21 დ.
სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ "თანადგომას" ოფისი. მეტრო "წერეთელსა" და სტადიონს შორის.
დრო: 17 ივლისი, 19.00.

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
https://forms.gle/PFPm7MYM1EtkqhCv5

P.S. იყიდება მხოლოდ 25 ბილეთი

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Tanadgoma, არჩილ ქურდიანის ქუჩა 23, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Get updates and reminders

Host Details

Irine Tabutsidze

Irine Tabutsidze

Are you the host? Claim Event

Advertisement
არომატების ფსიქოლოგია, 17 July | Event in Tbilisi | AllEvents
არომატების ფსიქოლოგია
Thu, 17 Jul, 2025 at 07:00 pm