სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში;
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 16 კმ. ტყის ბილიკი და ძველი სამანქანო გზა. საშუალო სირთულის რელიეფი.
ტურის საერთო სირთულე:
★★★☆☆ - ( საშუალო )
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
მარტივი რელიეფი, საშუალო მანძილი, მსუბუქი ბარგი
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• ზურგჩანთა ერთდღიანი ლაშქრობისათვის;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• საწვიმარი
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 1 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 1.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეკრების ადგილი და დრო:
M ისანი (ავტოსადგომი ყოფილ ევექსის შენობასთან)
12.10.2025
08:00
გასვლის დრო - 08:30. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
ღირსშესანიშნაობანი:
• მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი
• შემოდგომის ალგეთის ეროვნული პარკი
• სამეფო ქედი
ფასი:
60 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: ალგეთი
ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
ფასში არ შედის:
• კვება;
• სალაშქრო აღჭურვილობა(ზურგჩანთა, ჯოხები, გაზქურა და ა.შ.);
• გაითითოკაცება
• მედალიონი
• ზუმფარებით თამაში
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ ბრუნდება.
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა: