ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა, 5 October | Event in Mtskheta

ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა

ჯეო მეგზური

Highlights

Sun, 05 Oct, 2025 at 07:00 am

თრუსოს ხეობა

Advertisement

Date & Location

Sun, 05 Oct, 2025 at 07:00 am to 10:00 pm (GET)

თრუსოს ხეობა

Sioni, Dushet'Is Raioni, Georgia, Mtskheta

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა
🔰 5 ოქტომბერს,ტური უცნობ თრუსოს ხეობაში,ანუ ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა 🏔️
-----------------------------------------------------------
თრუსოს ხეობაში ბევრია ნამყოფი,მაგრამ ზაქაგორის იქით ცოტა,რადგან ზაქაგორის მიღმა თრუსოს ხეობის სანახავად,საჭიროა სპეციალური საშვები.
ზაქაგორის მიღმა მხარე არის საოცრად ლამაზი,ვნახავთ 4 სოფელს და მთავარანგელოზის ეკლესიას.
ეს არის ტური სადაც მთლიანად დავათვალიერებთ თრუსოს.


ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
- სოფელ კეტრისს
- აბანოს დედათა მონასტერს
- ზაქაგორის ციხეს
- მთავარანგელოზის ეკლესიას(ხედები სუათისის ხეობაზე)
- სოფელ ქართსოფელს
- სოფელ ცოცოლთას
- სოფელ ბურმასიგს
- სოფელ ჯიმარას
- უძირო ტბას,თუ დრო დაგვრჩა


₾ ტურის ღირებულება იქნება 65 ლარი

ღირებულებაში შევა:
1. ტრანსპორტირება
2. გამყოლი
3. საშვი,რითაც შეძლებთ უცნობი თრუსოს ხეობის დათვალიერებას
საშვის დამზადებას სჭირდება 5 სამუშაო დღე,აქედან გამომდინარე 30 სექტემბერს უკვე დასრულებული უნდა იყოს ტურზე რეგისტრაცია.


🕖გასვლა: თბილისი ცენტრალიდან (პირველი სართული,"ოქროს ბირჟის" წინ ვიდგებით)) 07:00 საათზე
🕕გასვლა რუსთავიდან(სასტუმრო) 06:00 საათზე
დაბრუნება: თბილისი ცენტრალთან 22:00 საათზე
დაბრუნება რუსთავში 22:30 წუთზე


👣ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 10 კილომეტრი(მარტივი გზა)

⚠️ტურზე აუცილებელია თან გქონდეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი,ტანსაცმელი,რადგან მდინარე სუათისის წყლის გატოპვა მოგვიწევს,წყლის დონე არის მუხლამდე.


📞ტურზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით,
ტელ: 598 71 69 66 ლევანი;
📲 WhatsApp 598 71 69 66;
💻 ან მოგვწერეთ "ჯეო მეგზურის" პირად შეტყობინებაში


🔈 ჩვენი მოგზაურობა,რომ იყოს კომფორტული,გვაქვს გარკვეული წესები,რომელიც ტურის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას:
🚫 დაუშვებელია,ნასვამ მდგომარეობაში ტურზე გამოცხადება
🚫 დაუშვებელია ტრანსპორტში ალკოჰოლური სასმელის მიღება
🚫 ტურის ხელმძღვანელს,წინასწარ არ ვურეკავთ ადგილების დასაკავებლად(დროულად მოდით და დაიკავებთ თქვენთვის სასურველ ადგილს)
💲 ტურის ღირებულებას ვრიცხავთ წინასწარ,ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება,ტური რომ არ ჩაიშშალოს
👉 ტურის გასვლისას,დაგვიანებულისთვის მაქსიმალური ლოდინი 5 წუთი
👉 ფორსმაჟორულ სიტუაციაში,ტურის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს,შეცვალოს ტურის მარშუტი
♥ გისურვებთ დადებითი ემოციებით სავსე მოგზაურობას


You may also like the following events from ჯეო მეგზური:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

თრუსოს ხეობა, Sioni, Dushet'Is Raioni, Georgia, Mtskheta
Get updates and reminders

Host Details

ჯეო მეგზური

ჯეო მეგზური

Are you the host? Claim Event

Advertisement
ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა, 5 October | Event in Mtskheta
ზაქაგორს მიღმა თრუსოს ხეობა
Sun, 05 Oct, 2025 at 07:00 am