სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში, ჩარიცხვის შემდგომ კი უნდა წარმოადგინოთ ქვითარი ან ფოტო სქრინი.
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• 14 კმ. ჯამურად ორივე გზა. ტყის ბილიკი, საშუალო სირთულის რელიეფი, მკვეთრი აღმართი 700 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
გასვლის საწყისი წერტილი - 1277მ.
გასვლის ყველაზე მაღალი წერტილი - 2060 მ (უღ. უკანტბა).
გასვლის სასრული წერტილი -1277მ.
ტურის საერთო სირთულე:
★★★☆☆ - ( საშუალო)
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
საშუალო სირთულის რელიეფი, მოკლე მანძლი, ერთი მკვეთრი აღმართი, მსუბუქი ბარგი
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• საწვიმარი;
• თბილი მოსაცმელი;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 1 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• ნისლიანი ამინდის შემთხვევაში არ გვექნება ხედები;
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
12.10.2025
07:00
გასვლის დრო - 07:15. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
ღირსშესანიშნაობანი:
• შემოდგომის ფშავი, კაწალხევის ხეობა;
• ხედები უკანტბის საზაფხულო სოფლიდან;
• უღ. უკანტბა;
• ხედები უკანტბიდან გუდამაყარსა და ფშავზე;
ფასი:
65 ლარი
ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
ფასში არ შედის:
• კვება;
• კეკლუცობა;
• ვიოლინოს გასაღები;
• წინატბა;
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ ბრუნდება.
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა:
- This Saturday, 20th September, 06:30 am, Green Zebra: ფხიტურის უღელტეხილი, ხევსურეთიდან გუდამაყარში in Mtskheta
- Next Saturday, 27th September, 07:00 am, მწვერვალი ხორისარი 3736 მ (Green Zebra) in Vladikavkaz
- Next month, 12th October, 08:00 am, Green Zebra - ალგეთის ეროვნული პარკი: სამეფო ქედი in Mtskheta