მოლაშქრეთა კლუბი კვალი გთავაზობთ ორდღიან ტურს საქართველოს ულამაზეს კუთხეში - ხევსურეთში.
თარიღი: 30-31 აგვისტო
ტურის განრიგი:
დღე I
• ჟინვალის წყალსაცავი;
• დათვისჯვრის უღელტეხილი;
• სოფელი ანდაქი;
• დაბინავება საოჯახო სასტუმროში.
დღე II
• სოფელი არჭილო
• სოფელი არდოტი;
• მუცოს ციხე-სოფელი;
• ანატორის აკლდამები;
• სოფელი შატილი თავისი ციხე-კოშკებით;
• გუროს ნაწვეთურები;
• ლებაისკარის კოშკი;
• დაბრუნება თბილისში.
ტურის კატეგორია: საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 12 კილომეტრი.
ფასი: 150 ლარი
ღირებულებაში შედის:
• ღამისთევა სასტუმროში ან სურვილის შემთხვევაში კარვებში (უზრუნველყოფილი იქნება საკარვე აღჭურვილობა)
• მგზავრობა კომფორტული, გამართული მიკრო ავტობუსით;
• გამყოლის/გიდის მომსახურება;
დამატებითი ინფორმაცია:
• შესაძლებელია ზურგჩანთის(ბარგის) სატარებლად ცხენის ქირაობაც;
• ჩვენი მასპინძლები იქნება - ციხე-სახლი ანდაქი Fortress House Andaqi, თავისი თბილი და სტუმართმოყვარე მასპინძლებით.
• შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს კვებით, რომლის თანხასაც იხდით უშუალოდ სასტუმროს მეპატრონესთან.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა:
• კომფორტული სალაშქრო/სპორტული ფეხსაცმელი;
• მოსახერხებელი ზურგჩანთა;
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საწვიმარი და ა.შ
• პირადი აფთიაქი საჭიროებისამებრ.
შეკრების ადგილი და დრო:
• M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი);
• გასვლის დრო - 30 აგვისტო 07:00 საათი (დაგვიანებულების ლოდინის მაქსიმალური დრო 10 წუთი);
• დაბრუნება თბილისში 31 აგვისტოს დაახლოებით 22:00 საათზე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ მოლაშქრეთა კლუბი კვალის პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 13 52 13 გიორგი
იმისათვის, რომ მოგზაურობა ჩვენს კვალდაკვალ იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული და უსაფრთხო აუცილებელია ჯგუფის ყველა მონაწილემ გაითვალისწინოს შემდეგი წესები:
• ტურის მთავრი ხელმძღვანელია გიდი/გამყოლი, რომელსაც ემორჩილება ჯგუფის თითოეული წევრი;
• დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში ტურის შეკრების ადგილზე მოსვლა და მგზავრობისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარება;
• არ ვანაგვიანებთ გარემოს და ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
• ტურამდე სამი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
You may also like the following events from მოლაშქრეთა კლუბი კვალი • Hiking Club Kvali: