მოლაშქრეთა კლუბი "კვალი" 19-20 ივლისს გთავაზობთ ორდღიან სალაშქრო(საფეხმავლო) ტურს უკანაფშავში.
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
📌სოფელი უძილაურთა;
📌ირემთკალოს და ცაბაურთას სალოცავებს, რომლებიც ფშავლეთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავებია;
📌დავტბებით ულამაზესი ხედებით ფშავსა და ხევსურეთზე.
🥾ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 20 კილომეტრი(ორივე გზა), საშუალო სირთულის გზა.
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
📌საშუალო სირთულის რელიეფი;
📌დიდი მანძილი, სიმაღლის ცვალებადობა;
📌 მკვეთრი აღმართები.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა:
აუცილებელი:
📌კომფორტული სალაშქრო/სპორტული ფეხსაცმელი;
📌მოსახერხებელი ზურგჩანთა;
📌თბილი მოსაცმელი;
📌გამოსაცვლელი ტანსაცმელი / ფეხსაცმელი;
📌საწვიმარი.
💲ტურის ღირებულება 80 ლარი
ღირებულებაში შედის:
🚌ტრანსპორტირება
🚶გიდი/გამყოლი
📷 ფოტოგადაღება
⛺ღამისგასათევი აღჭურვილობა მათთვის, ვისაც არ აქვს (კარავი, საძილე ტომარა, საგებელი);
📌სალაშქრო გაზი ცხელი წყლისთვის.
ღირებულებაში არ შედის:
🌭კვება(თან იქონიეთ ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი).
შეკრების ადგილი და დრო:
📌M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
📌გასვლის დრო - 07:00 საათზე (დაგვიანებულების ლოდინის მაქსიმალური დრო 10 წუთი)
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ მოლაშქრეთა კლუბ კვალის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 13 52 13 გიორგი
⚠️იმისათვის, რომ მოგზაურობა ჩვენს კვალდაკვალ იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული და უსაფრთხო შევიმუშავეთ სალაშქრო წესების ჩამონათვალი, რომელთა დაცვაც ყველას ევალება:
📌ტურამდე სამი დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან აღარ ბრუნდება;
📌ტურის მთავრი ხელმძღვანელია გიდი/გამყოლი, რომელსაც ემორჩილება ჯგუფის ყველა მონაწილე;
📌დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე მოსვლა;
📌დაუშვებელია მგზავრობისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარება;
📌არ ვანაგვიანებთ გარემოს და ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
📌საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
მოლაშქრეთა კლუბი „კვალი“ უფლებას იტოვებს გაუთვალისწინებელ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას.