🎯 აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „სალონური საუბრები ლიტერატურაზე" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „ინტეგრას" ფსიქოთერაპევტ, ფსიქოანალიტიკოს გიორგი ჭანტურიასთან.
🌟 თემა: „ტერენტი გრანელი-ცხოვრება და შემოქმედება ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისები".
👉 ტერენტი გრანელი - პოეტი, რომელმაც საკუთარი ტკივილი, ტრაგიზმი და მელანქოლია სიტყვებად აქცია . გიორგი ჭანტურია მის ლექსებს ფსიქოანალიტიკური პრიზმით გვაჩვენებს: როგორ იშიფრება გრანელის შინაგანი კონფლიქტები მის პოეტიკაში? როგორ გადაიქცა მელანქოლიური მდგომარეობა შემოქმედებითი ენერგიის წყაროდ? და როგორ ახერხებს მისი სიტყვა, ჩვენს არაცნობიერ ნაწილს შეეხოს?
ეს შეხვედრა ყველასთვისაა, ვინც ლიტერატურას არა მხოლოდ როგორც ტექსტს, არამედ როგორც ფსიქიკურ პროცესს ისე აღიქვამს და სურს ჩაწვდეს პოეზიას ახალი და განსხვავებული პერსპექტივებით.
📅 შეხვედრის თარიღი: 3 დეკემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
🔖დასწრების საფასური: 30 ლარი
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://cutt.ly/xtrhtlw5
🔗 სრულ ციკლზე რეგისტრაცისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://cutt.ly/sr2CMJ88
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
You may also like the following events from აზროვნების აკადემია / The Thinking Academy: