„გაყიდვების ასოციაციის“ ორ დღიანი ბიზნეს ფორუმი, რომელიც წლის შემაჯამებელი ღონისძიებაა, 3 და 4 დეკემბერს Pullman Axis Towers-ში გაიმართება.
🔜3 დეკემბერს ღონისძიებას დაემატა დახურული ბიზნეს კონფერენციის დღე, სადაც კომპანიების წარმომადგენლები მოუსმენენ სპიკერებს, დაესწრებიან პანელურ დისკუსიას და შეძლებენ გაეცნონ ბაზრის უახლეს ტენდენციებსა და განვითარების მიმართულებებს.
🔜4 დეკემბერს გამოფენაზე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები შეძლებენ ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვას მათთვის საინტერესო კომპანიებთან, როგორც წევრ, ასევე არაწევრ კომპანიებთან.
👥ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. გამოფენას 3,000-მდე სტუმარი დაესწრება, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ 55-მდე კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და გააფართოვონ ბიზნეს სანაცნობო ქსელი.
🆕 გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, IT და ტექნოლოგიები, სტამბა-სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, ჰორეკა და სხვა.
🆓 დასწრება თავისუფალია , დარეგისტრირდი 👇
https://forms.gle/iEu8ahvcMBWA7gz18