🏠 5 ნოემბერს „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის 2025 წლის საშემოდგომო სესიის ბოლო ეტაპი დაიწყება.
🇨🇳 ამჯერად ჩვენი მსჯელობის საგანი კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის ურთიერთმიმართების საკითხი იქნება. ვისაუბრებთ  ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ცივილიზაციაზე. 
🔴 იორგ ჰენლეს აუდიტორია უმასპინძლებს ლექციას „კავკასია და ჩინეთი (თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ანატომია)“.
🧑🎓 სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთათვის მოხსენებას წარადგენს სინოლოგი შალვა ჩიხლაძე. 
🔸 ბ-ნი შალვა გახლავთ ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გახლავთ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (GIU) ასისტენტ-პროფესორი ჩინეთის ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით.
🔸 შალვა სხვადასხვა დროს სწავლავლობდა პოლიტიკის მეცნიერებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩინურ ენასა და კულტურას ჭეძიანის უნივერსიტეტში (ხანგჭოუ), საერთაშორისო ურთიერთობებს ჟენმინის უნივერსიტეტში (პეკინი).
📖 შალვა ჩიხლაძე არის ერთ-ერთი თანაავტორი წიგნისა „ჩინეთის ისტორია“. დასახელებული პუბლიკაცია გახლავთ პირველი ქართული გამოცემა,  რომელიც მოიცავს ჩინეთის მდიდარ ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, ეს მონუმენტური ნაშრომი გთავაზობთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის საფუძვლიან ანალიზს, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მკითხველს ჩაუღრმავდეს ჩინური ცივილიზაციის განსაკუთრებულ სამყაროს. 
📚 ჩიხლაძის გვარს აღმოაჩენთ კრებულის „ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები“ ავტორთა შორისაც. “ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები” მკითხველს სთავაზობს მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ენის, პოლიტიკური სისტემის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის საკითხებზე. ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების მიერ შექმნილი ნაშრომები აღწერს და აანალიზებს როგორც ჩინეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მის გლობალურ როლს თანამედროვეობაში. მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზროს ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.
📅 5 ნოემბერი
⏰ 17 საათი
📍 გალაკტიონის ქ. 20
📣 შემოგვიერთდით ❗						
						
You may also like the following events from Caucasian House კავკასიური სახლი: