📢 მოდი დეტექტიურ პაემანზე თსუ-ში ! 🕵️♂️
📚 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი აორგანიზებს პროექტს, სახელწოდებით - “ დეტექტიური პაემანი “
💡 პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეეცდებიან ამოიცნონ ფილმი ვიზუალური მინიშნებების მიხედვით, რაც დაეხმარება მათ განივითარონ ანალიტიკური აზროვნება და კინემატოგრაფიული მეხსიერება. თითოეულ კადრზე მუშაობისას გუნდები დააკვირდებიან ვიზუალურ ელემენტებს: ფერებს, განათებას, ჩრდილებს, კადრის კომპოზიციას და კოსტუმებს, რაც მათ ანიჭებს ანალიზისა და ვიზუალური კომუნიკაციის უნარების დახვეწის შესაძლებლობას. თითოეულ გუნდში სტუდენტები ითანამშრომლებენ. ერთად იმსჯელებენ, იმსჯელებენ ვარიანტებზე, გაითვალისწინებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ეს პროცესი ხელს შეუწყობს კომუნიკაციისა და გუნდური გადაწყვეტილებების მიღების უნარების გამომუშავებას.
🔸 სულ შეირჩევა 20 გუნდი - ერთ გუნდში ორი ადამიანი ;
📌 პროექტი წარიმართება 2 ეტაპად :
▪️ ზოგადი რაუნდი - 20 გუნდი შეეცდება გამოიცნოს მაქსიმალურად მეტი ფილმი , რათა მოხვდეს ფინალში ;
◾️ ფინალური რაუნდი - ერთმანეთს დაუპირისპირდება ზოგად რაუნდში დაწინაურებული 2 გუნდი ;
🏆 პრიზები :
🥇/ I ადგილი - 200 ლარი ;
🥈/ II ადგილი - 100 ლარი ;
⏰ პროექტი ჩატარდება 5 ნოემბერს , 18:00 საათზე ;
📍თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი ;
⚪️ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ;
📝რეგისტრაციისთვის შეავსეთ შესაბამისი ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdn-tkuMNwwZQhIqUheIfowTPvBglTgf6VsJ_Bu3YHrAYAzVA/viewform?usp=header
ფორმა გაიხსნება 2 ნოემბერს, 18:00 საათზე🩵
🪄 ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ;
გისურვებთ წარმატებას ! ❤️
You may also like the following events from TSU Student Self-Governance • თსუ სტუდენტური თვითმმართველობა: