თეატრი, როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ● პროფ. ვიდადი გაფაროვის ლექცია, 6 November

თეატრი, როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ● პროფ. ვიდადი გაფაროვის ლექცია

Caucasian House კავკასიური სახლი

Highlights

Thu, 06 Nov, 2025 at 05:00 pm

Caucasian House კავკასიური სახლი

Advertisement

Date & Location

Thu, 06 Nov, 2025 at 05:00 pm (GET)

Caucasian House კავკასიური სახლი

გალაკრიონის ქუჩა 22, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

თეატრი, როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ● პროფ. ვიდადი გაფაროვის ლექცია
🇬🇪 🇦🇿 ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა გრძელდება. მუსიკისმცოდნე სანუბარ ბაგიროვას შემდეგ „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტს მორიგი აზერბაიჯანელი სწავლული ეწვევა.

🏠 6 ნოემბერს, 17 საათზე იორგ ჰენლეს აუდიტორია უმასპინძლებს პროფესორ ვიდადი გაფაროვის ლექციას „თეატრი, როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის“.

🔹 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვივადი გაფაროვი ცნობილი აზერბაიჯანელი თეატრმცოდნეა, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობს თეატრისა და კინოს განყოფილებას, არის აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იკვლევს თეატრის ისტორიისა და თეორიის, ხელოვნების სოციოლოგიის საკითხებს.

🔹 1994 წლიდან მოღვაწეობს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, მანამდე გახლდათ მშობლიურ ქალაქ ლენქორანის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი.

🔹 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აზერბაიჯანის თეატრის ჟანრობრივი თავისებურებები: ფორმირების პერიოდი“. ბ-ნი ვივადი არის 3 წიგნისა და 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 7 სასწავლო პროგრამის შემდგენელი. 20-ზე მეტ წიგნზე მუშაობდა, როგორც რედაქტორი, მთარგმნელი ან შემდგენელი.

🔹 2010–2020 წლებში იყო ხელოვნებისა და არქიტექტურის პრობლემების სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს სამეცნიერო მდივანი, მონაწილეობდა აზერბაიჯანის ხელოვნების განვითარების სტრატეგიებისა და დოკუმენტების შემუშავებაში (1999, 2008, 2014, 2016 წწ.).

🔹 პროფესორი გაფაროვი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ პრესასთან. მუშაობდა რედაქტორად და პასუხისმგებელ მდივნად რამდენიმე გაზეთში ("Press Fakt", "Şəkərvillası", "Planet", "Gün səhər"), 2011–2017 წლებში რედაქტორობდა გამოცემა "Kaspi"-ს თეატრალურ დანართს. 2018 წელს დააარსა ხელოვნების პორტალი teatro.az და არის მისი მთავარი რედაქტორი.

🔹 გახლავთ აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.


You may also like the following events from Caucasian House კავკასიური სახლი:

Also check out other Arts events in Tbilisi, Theatre events in Tbilisi.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Caucasian House კავკასიური სახლი, გალაკრიონის ქუჩა 22, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
თეატრი, როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ● პროფ. ვიდადი გაფაროვის ლექცია, 6 November
თეატრი, როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ● პროფ. ვიდადი გაფაროვის ლექცია
Thu, 06 Nov, 2025 at 05:00 pm