მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში, 5 November | AllEvents

მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში

მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია

Highlights

Wed, 05 Nov, 2025 at 06:00 pm

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia

Advertisement

Date & Location

Wed, 05 Nov, 2025 at 06:00 pm (GET)

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi

გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა 48, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში
✅ აღმოაჩინე ფსიქოკონსულტირება, როგორც პროფესიული განვითარების გზა, შემოუერთდი „ფსიქოკონსულტირების მასტერინგის“ პროგრამას 2025 წლის 5 ნოემბრიდან და მოიპოვე სერტიფიკატი.

პროგრამა შექმნილია ფსიქოლოგებისა და ფსიქოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, ვისაც სურს გახდეს პროფესიონალი ფსიქოკონსულტანტი, შეიძინოს ფსიქოკონსულტირების წარმოების უნარ - ჩვევები პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებისგან და გაიღმავოს თეორიული ცოდნა. პროგრამა აერთიანებს თეორიასა და გამოცდილებით სწავლებას ტრენირების ფორმატში, ეყრდნობა ფსიქოკონსულტირების სფეროშო არსებულ მეცნიერულ ფუნდამენტებს, სიახლეებსა და მიღწევებს.

✅ კურსის ფარგლებში შეისწავლით ბავშვთა, მოზარდთა, ზრდასრულთა და ხანდაზმულთა ფსიქოკონსულტირებას, ოჯახთან ფსიქოლოგიური მუშაობის პრინციპებს, სტრესისა და ტრავმის ფსიქოკონსულტირებას, ფსიქოპათოლოგიას ფსიქოკონსულტანტებისთვის, პიროვნების განვითარებისა და ასაკობრივი კანონზომიერებების ფსიქოლოგიას და მის პრაქტიკულ გამოყენებას კონსულტირების პროცესში, ასევე, შეისწავლით ფსიქოთერაპიულ ინტერვენციებს ფსიქოკონსულტირებაში და პროცესის წარმოების ეთიკურ და სამართლებრივ ასპექტებს.

საათობრივი დატვირთვა - 500 აკადემიური საათი.


✅ კურსის გავლის შედეგად
● შეიძენ ფსიქოკონსულტირების წარმოებისთვის საჭირო ხარისხიან ცოდნასა და ეფექტურ უნარებს
● შეძლებ კლიენტის საჭიროების დიფერენცირებულ მოკვლევას
● შეძლებ კლიენტის პრობლემის გამოკვეთას
● შეძლებ კლიენტზე მორგებული ეფექტური რეკომენდაციების გაცემას
● დაეხმარები კლიენტებს საკუთარი მიზნების დასახვასა და მიღწევაში
● დაეხმარები კლიენტებს რესურსული მდგომარეობის ფორმირებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში
● შეძლებ მუშაობას კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, სადაც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევთ მომსახურე პერსონალს
● სურვილისამებრ, დასაქმდები სხვა და სხვა სერვის ცენტრებში ან გექნება კერძო პრაქტიკა
● შეძლებ ადამიანების კონსულტირებას სხვა და სხვა მიმართულებით (ოჯახური ფსიქოკონსულტირება; ბავშვთა და მოზარდთა კონსულტირება, მოზრდილთა კონსულტირება და სხვ)
● შექმნი ან/და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებ პროფესიულ პრაქტიკას, გაიზრდება კმაყოფილი კლიენტების რიცხვი, მომართვიანობა
● გაიღრმავებ პროფესიულ თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებას - ისწავლი ფსიქოკონსულტირების წარმოების ეფექტურ გზებს
● მიაღწევ პიროვნულ და პროფესიულ თვითრეფლექსიას, განავითარებ თვითეგულაციის უნარს
● შეძლებთ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის
● გაიფართოვებ პროფესიულ წრეს

✅ პროგრამის ხელმძღვანელი
ნანა გოგიჩაშვილი - პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ ფსიქოკონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელი

✅ პროგრამის 1 თვის ღირებულება - 420 ლარი

პროგრამაზე ინდივიდუალურად 6 ოქტომბრამდე რეგისტრაციისას კურსის 1 თვის ღირებულება - 340 ლარი

თანხის ერთიანად შემოტანის შემთხვევაში კურსს გაივლით წელიწადში 4500 ლარად 5040 ლარის ნაცვლად.

თუ ხართ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი სარგებლობთ მუდმივმოქმედი 15% ფასდაკლებით და თვიური ღირებულებაა 360 ლარი.

პირველადი რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა :
https://forms.gle/ukD9qtvSKeBKfuVo9

ან

მოგვწერეთ ელ - ფოსტაზე bWVudGFsICEgYWNhZGVteSAhIGdlbyB8IGdtYWlsICEgY29t
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, განათლება, აკადემიური ხარისხი და პროფესია, რატომ გსურთ კურსის გავლა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, საბუთების გამოგზავნის შემდეგ, საჭიროა მათი განხილვისა და გასაუბრების ღირებულების, 80 ლარის გადახდა. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო პროგრამაზე მიღების შემთხვევაში გამოაკლდება სწავლის პირველი თვის გადასახადს.

კურსზე მისაღებ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და მერყეობს 12 - 17 მონაწილის ფარგლებში.

კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
bWVudGFsICEgYWNhZGVteSAhIGdlbyB8IGdtYWlsICEgY29t
598 53 53 88
მისამართი: გ.ჩუბინაშვილის 50


You may also like the following events from მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა 48, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში, 5 November | AllEvents
მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში
Wed, 05 Nov, 2025 at 06:00 pm