გაიხსნა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ყოველწლიური კვირეული „ინტეგრირების დღეები 2025“.
„ინტეგრირების დღეები “მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის “ყოველწლიური საავტორო პროექტია.
ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებას, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობებისა და უპირატესობების გაცნობას, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
2025 წლის ინტეგრირებს დღეების თემატიკაა „ინტეგრირებული ფსიქოთერაპია პასუხი თანამედროვე პიროვნების გამოწვევებზე“.
ღონისძიებაზე განხილული იქნება:
▪️ რა შესაძლებლობები და უპირატესობები აქვს ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიას
▪️ რა განაპირობებს მისი მეთოდოლოგიის ეფექტურობას
▪️ როგორ შეიძლება მისი დანერგვა ადამიანებისთვის სასარგებლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში
▪️ როგორ გავხდეთ ევროპული აკრედიტაციის მქონე ინეგრირებული ფსიქოთერაპევტი
გიწვევთ რათა ევროპული აკრედიტებული ფსიქოთერაპევტებისგან და საერთაშორისო ექსპერტებისგან გამოცდილების გაზიარების, ვორქშოფის, შთამაგონებელი დისკუსიის მეშვეობით აღმოაჩინოთ, თუ როგორ ერთიანდება სხვადასხვა თერაპიული მიდგომები თერაპიული ეფექტის მიღწევის, მისი მდგრადობისა და თვითშემეცნების ხელშესაწყობად, რაში გამოიხატება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპირატესობა სხვა მიდგომებთან შედარებით, რა როლი შეიძლება შეასრულოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და როგორია პროგრამაში ჩართული მსმენელების რეფლექსია მათი ინდივიდუალური სწავლისა და ტრანსფორმაციის გზაზე.
2025 წლის ინტეგრირების დღეები მოიცავს სამ ვებინარს და სამ შეხვედრას.
ვებინარები ჩატარდება შემდეგ თემაზე:
1️⃣ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის უპირატესობები - ელენე ბურდულაძე, ასოცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, 21/06/2025, 19:00 სთ., Zoom პლატფორმა
2️⃣ ქეისის განხილვა ფსიქოთერაპიაში - ირმა ჩახვაძე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი, 25/06/2025, 19:00 სთ., Zoom პლატფორმა
3️⃣ ეთიკური ფსიქოთერაპია, თინათინ ნატროშვილი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, 06/07/2025, 19:00 სთ., Zoom პლატფორმა
შეხვედრების თემატიკაა:
დღე 1️⃣ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის შესაძლებლობები და უპირატესობები - 12/09/2025, 18:00 სთ.
დღე 2️⃣ ინტეგრირებული ფსიქოთერაპია და საზოგადოება - 13/09/2025, 18:00 სთ.
დღე 3️⃣ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მეთოდი და პრაქტიკა - 14/09/2025, 18:00 სთ.
დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
https://forms.gle/ptczJCMqT9bGuh826
შეხვედრებში მონაწილეობა თავისუფალია!
საკონტაქტო ინფორმაცია:
bWVudGFsICEgYWNhZGVteSAhIGdlbyB8IGdtYWlsICEgY29t
598 53 53 88
You may also like the following events from მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია: