7 აგვისტოს, 20:00 საათზე ამ ჩვენებაზე, პატარებთან ერთად უნდა მოხვიდეთ. 🥰
🐾 კატა მარტოხელა ცხოველია, მაგრამ რადგან მისი სახლი წყალდიდობამ გაანადგურა, ახლა მოუწევს სხვადასხვა ცხოველებთან ერთად ნავს შეაფაროს თავი და მიუხედავად მათი განსხვავებებისა, საერთო ენა გამონახოს.
📽️ რეჟისორი: გინც ზილბალოდისი
ჟანრი: ანიმაციური, საბავშვო
ქვეყანა: ლატვია, საფრანგეთი, ბელგია
წელი: 2024
ხანგრძლივობა: 85 წუთი
✅ დასწრება თავისუფალია, ♿️ სივრცე #ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.
💙 პროექტი ხორციელდება თიბისის მხარდაჭერით
🎯 პროექტის მიზანია:
🔹 კინოს მეშვეობით აქტუალური თემების განხილვა სხვადასხვა თაობის მაყურებელთან
🔹 ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებელთან უშუალო დიალოგის წახალისება
🔹 თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება