თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025, 10 November | Event in Tbilisi

თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University

Highlights

Mon, 10 Nov, 2025 at 12:00 pm

4 hours

თსუ-ს პირველი კორპუსი

Advertisement

Date & Location

Mon, 10 Nov, 2025 at 12:00 pm to 04:00 pm (GET)

თსუ-ს პირველი კორპუსი

ჭავჭავაძის გამზ. #1, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025
🌍 თუ გინდა გაიგო, როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ, ხელით შეეხო იმ არსებებს, რომლებიც ოდესღაც ბინადრობდნენ დედამიწაზე;
📜 წაიკითხო დედამიწის მიერ დაწერილი ისტორია;
🔬 დაათვალიერო მინერალები და ქანები მიკროსკოპში;
🧪მონაწილეობა მიიღო სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში;
💉მიიღო ხელოვნური სისხლი;
☔ გააკეთო ოქროს წვიმა;
✨თავად დაამზადო სარკე;
🐟იხილო მფრინავი თევზი;
🚁გაეცნო დრონების ინჟინერიისა და პილოტირების დეტალებს;
💡 გაერკვე სინათლის მიკროსკოპის მუშაობის პრინციპში;
🦑სტერეო მიკროსკოპის საშუალებით დაათვალიერო უხერხემლო ცხოველური ორგანიზმების ძირითადი ანატომიური ნიშნები;
🌱დააკვირდე ფლორის ენდემურ სახეობებს;
🧬ჩაერთო საინტერესო ბიოქიმიურ ექსპერიმენტებში.

📍მოდი 10 ნოემბერს, 12.00-16.00 სთ, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზოში და აქტიურად ჩაერთე თსუ მეცნიერების ფესტივალში.

🎉თსუ მეცნიერების ფესტივალზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთიან სივრცეში წარმოადგენენ საინტერსო ექსპერიმენტებს, აღმოჩენებსა და კვლევით პროექტებს.

🌟ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიის და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ ქიმიური ცდები, დააკვირდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეისწავლონ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, გაიგონ, თუ როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ და შეეხონ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაათვალიერონ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოუსმინონ თემატურ ლექციებს.

🏅ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდებიან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები.

📅10 ნოემბერი არის მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის და ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, აგრეთვე, ფართო საზოგადოების ჩართულობას სამეცნიერო საკითხებში. ის ასევე აღნიშნავს მეცნიერების მნიშვნელობას და აქტუალობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

🔗ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

თსუ-ს პირველი კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025, 10 November | Event in Tbilisi
თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025
Mon, 10 Nov, 2025 at 12:00 pm