სარეგისტრაციო ბმული
https://forms.gle/FZbezAUUiXTH3f9d8
დიდი ხანია, ამას ველოდით! 💥
Georgian Gaming Network (GGN) სიამაყით აცხადებს პირველ, დიდ შეკრებას, რომელიც ქართული გეიმდევის გაერთიანებას და ახალ ეტაპზე გადასვლას ემსახურება.
ეს არ არის უბრალოდ მორიგი ივენთი. ეს არის ჩვენი ეკოსისტემის ახალი თავის დასაწყისი.
🗓️ როდის? 8 ნოემბერი, 20:00
📍 სად? ტერმინალი (ირაკლი აბაშიძის 34)
რა გელოდებათ?
Game Showcase Zone 🎮
სტუდიებს და ინდი დეველოპერებს დაეთმობათ სპეციალური მაგიდები, სადაც ისინი წარმოადგენენ თავიანთ მიმდინარე პროექტებს. მოდი, ითამაშე, გაიცანი შემქმნელები და გაუზიარე შენი აზრი.
Networking & Community 🤝
შეხვდი ინდუსტრიის პროფესიონალებს, გაიცანი მომავალი თანაგუნდელები, იპოვე არტისტები, დიზაინერები, პროგრამისტები და გაუზიარე შენი გამოცდილება.
გარემო 🥂
სასიამოვნო მუსიკა, Welcome Drinks და ფურშეტი მთელი საღამოს განმავლობაში, რომ ნეთვორქინგი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს.
ჩვენი პარტნიორები 💻
მოხარულები ვართ, რომ ამ ისტორიული ივენთის მხარდამჭერები არიან MSI, Lenovo და IT Academy Step. ჩვენს პარტნიორებსაც ექნებათ საკუთარი შოურუმ ზონები, სადაც უახლეს ტექნოლოგიებს წარმოადგენენ.
საღამოს მთავარი მიზანი?
შევხვდეთ. დავინახოთ, ვინ რას აკეთებს. გავუზიაროთ ერთმანეთს ტკივილი და სიხარული. და რაც მთავარია, დავდოთ საძირკველი მომავალი, დიდი პროექტებისთვის.
არ გამოტოვო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გეიმდევ შეკრება!