📅 21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა, რომელიც ეძღვნება ამ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სტიგმასთან ბრძოლას და დემენციის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.
ℹ️ მეხსიერების კაფე პირველად უერთდება ამ დღის აღსანიშნავ საერთაშორისო კამპანიას, რომლის წლევანდელი მთავარი გზავნილია: „დასვი კითხვები დემენციაზე“. სწორედ კითხვების დასმით იწყება დიალოგი, ცოდნის გაღრმავება და არასტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
🌿ალცჰაიმერის დღის აღსანიშნავად 21 სექტემბერს, 15:00 საათიდან მზიურის პარკში, ამფითეატრის ტერიტორიაზე გეპატიჟებით🌿
🎤 ღონისძიება მოიცავს :
• დემენციის მქონე პირების ოჯახის წევრების პირადი გამოცდილების გაზიარება - მათი თვალით დანახული ოჯახის წევრის ყოველდღიურობა, მზრუნველის გამოწვევები და პირველი ნაბიჯები მდგომარების მიმღებლობის პროცესში.
• ვორქშოფი - აქტივობა, სადაც თქვენი საყვარელი მოგონებების გახსენებას და ფურცელზე გადატანას შეძლებთ.
🫂 მეხსიერების კაფე გულით გეპატიჟებათ ყველას, ვისაც გსურთ, მეტი გაიგოთ დემენციის შესახებ და შეიტანოთ თქვენი წვლილი დემენცია-მეგობრული საზოგადოების შენებაში.
🔻 დასწრება უფასოა
#დასვიკითხვებიდემენციაზე
#დასვიკითხვებიალცჰაიმერზე
#მეხსიერებისკაფე
#დემენცია
#ალცჰაიმერი