For the English version, see the link:
🔗
https://shorturl.at/859Lm
🎓 პირველკურსელების მიღების ცერემონია ილიაუნიში! WelcomeToIliauni!
მოინიშნე 26 სექტემბერი და მოდი ილიაუნიში მიღების ცერემონიაზე.
გელოდებით 20:00 საათიდან, ერთად აღვნიშნოთ შენი სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი!
👤 საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან დარახველიძე.
🏆 ტრადიციულად, წელსაც დავაჯილდოებთ პირველკურსელებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვეს.
⛺ ღონისძიებაზე დაგხვდება საინტერესო შემეცნებით-გასართობი და ინტერაქციული პროგრამები, სახალისო ქვიზები და სამახსოვრო საჩუქრები; საინფორმაციო სივრცეები სწავლასთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ფოტოსივრცეები, სპორტული თამაშები, ილიაუნის საერთაშორისო სტუდენტების მიერ მომზადებული ნაციონალური კერძები და, რაც მთავარია, სასიამოვნო გარემო უნივერსიტეტის გასაცნობად და ახალი მეგობრების შესაძენად.
ვინ გიმასპინძლებს?
👥 სტუდენტური კლუბები - გაიცანი ილიაუნის სტუდენტური კლუბების წევრები, გაწევრიანდი შენი ინტერესის მიხედვით ან თავად შექმენი ახალი სტუდენტური კლუბი.
· სამხრეთ კორეული კულტურის სტუდენტური კლუბი
· იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბი
· სამაგიდო თამაშების სტუდენტური კლუბი
· ფოტომოყვარულთა სტუდენტური კლუბი
· ფსიქოლოგთა სტუდენტური კლუბი
· სტუდენტური თეატრალური კლუბი
· ტურიზმის სტუდენტური კლუბი
· სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბი
· სტუდენტური კლუბი Publicity
· სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი
· სტუდენტური კაპელა
· გენდერული თანასწორობის სტუდენტური კლუბი
· ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტური კლუბი
· საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტური კლუბი
· ფრანკოფონული სტუდენტური კლუბი
· ILIAUNI Intercultural Unity student Club
✨ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი - აქ შეგიძლია დასვა შეკითხვები და მიიღო პასუხები შენთვის საინტერესო თემებზე, მათ შორის სასწავლო პროცესზე, დასაქმებაზე, სეზონურ სკოლებზე, სპორტულ აქტივობებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.
💡 კიბერლაბორატორია უნილაბი - თუ გაინტერესებს ტექნოლოგიები, ინოვაციები, გსურს, გაუგზავნო საკუთარ თავს წერილი, რომელსაც 4 წლის შემდეგ მიიღებ, მონაწილეობა მიიღო ქვიზებში, გაიგო, როგორ შეიძინო ახალი მეგობრები ყველაზე სახალისო გზით და გამოიცნო, „რა დევს მისტიურ ყუთში?“, ეწვიე უნილაბის კარავს.
🎧 უნიპოდკასტი „თქვი რომ გაიხსენო“ - მიიღე მონაწილეობა უნიპოდკასტში, უპასუხე შეკითხვებს და მიიღე სამახსოვრო საჩუქრები.
🤖 ფაბლაბი - გაეცანი ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბში, რომელიც კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიური პროექტების რეალიზებაში დაგეხმარება.
🤖 არგუსი - აღმოაჩინე არგუსი - სწავლისა და სხვა პროცესების შესახებ შენი საუკეთესო მეგზური.
📚 ბიბლიოთეკა - ილიაუნის ბიბლიოთეკის კარავში მიიღე ინფორმაცია სამკითხველო დარბაზებსა და სერვისებზე.
🌐 საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები - გაიგე, როგორ შეგიძლია ევროპისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლო გაცვლითი პროგრამებით და შეიძინო გამოცდილება.
🏕️ ილიაუნის გასვლითი ბანაკები - გსურს იმოგზაურო ქალაქგარეთ, ილიაუნის კვლევით ბაზებზე, შეხვდე საინტერესო ადამიანებს, შეიძინო ახალი მეგობრები, მოდი სეზონური სკოლების ავტობუსთან.
🧑🔬 სამეცნიერო კაფე - გაინტერესებს, როგორ დაგეგმო წარმატებული ტექ კარიერა,
რა ძალა აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს AI-ის ეპოქაში, როგორ ცვლის მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურობას, მოუსმინე ჩვენს სპიკერებს სამეცნიერო კაფეში.
პროგრამა:
🔗
https://shorturl.at/lHy8Q
⚽ სპორტული თამაშები - აქ დაგხვდება სხვადასხვა სპორტული გასართობი პროგრამა და შეჯიბრი.
📅 დრო: 26 სექტემბერი, 20:00-00:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ვაკის პარკის მოპირდაპირედ)
#შენისაინტერესოცხოვრებაიწყებააქ
You may also like the following events from ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University: