სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 22 სექტემბერს 17 საათზე გიწვევთ საჯარო ლექციაზე : ,,ქალის სტატუსი და მდგომარეობა საბჭოთა კავშირში“.
ლექციას გაუძღვება ნანი მანველიშვილი (PhD) ისტორიკოსი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ლექტორი და მიშელ-მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრის მკვლევარი.
ლექციაზე განხილული იქნება:
„ახალი საბჭოთა ქალის“ შესახებ არსებული დისკურსი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მაგალითზე, 1936-1945 წლებში;
სტალინის მმართველობის დროს ქალის სტატუსი და მდგომარეობა საზოგადოებაში;
ქალთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა 1936 წლის დადგენილებასა და 1944 წლის 8 ივლისის N37 ბრძანებაზე დაყრდნობით;
ქალის ხუთი სხვადასხვა არქეტიპული სახე (მშრომელი ქალი, მსხვერპლი ქალი, ქალი-დედა, ფემინური ქალი და მებრძოლი ქალი), რომელთაც ვხვდებით საბჭოთა ლიტერატურასა და პლაკატებზე.
კვლევა ეფუძნება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საარქივო მასალების (საარქივო დოკუმენტები, ლიტერატურა, პლაკატები) ანალიზს და ხელს უწყობს „დიდი სამამულო ომის“ დროს საბჭოთა ქალების სტატუსისა და როლის ისტორიის გამოკვლევას.
ლექცია ჩატარდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, აუდიტორია : 405
მისამართი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა #3
დასწრება თავისუფალია.