ჩვენ აქ ვართ - შეუჩერებელი წინააღმდეგობის 1 წელი, 28 November

ჩვენ აქ ვართ - შეუჩერებელი წინააღმდეგობის 1 წელი

მხოლოდ თავისუფალი არჩევნები

Highlights

Fri, 28 Nov, 2025 at 07:00 pm

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Advertisement

Date & Location

Fri, 28 Nov, 2025 at 07:00 pm (GET)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ჩვენ აქ ვართ - შეუჩერებელი წინააღმდეგობის 1 წელი
28 ნოემბერს ერთი წელი გადის მას მერე, რაც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა, რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს “ღირსებით ევროპისკენ” სვლას ჰპირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე.

1 წელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ მძევლად აყვანას, უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს.

ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.

ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისთვის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი.

დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე ადამიანები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი - შეეჩერებინა წინააღმდეგობა. სანამ ჩვენ ვიბრძვით, ვმოქმედებთ, არ ვნებდებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს.

მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში: გვინდა იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ მანამ, სანამ ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება, რეჟიმი არ გატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრების ისტორიულ გზაზე.

28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ.

ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე!

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
ჩვენ აქ ვართ - შეუჩერებელი წინააღმდეგობის 1 წელი, 28 November
ჩვენ აქ ვართ - შეუჩერებელი წინააღმდეგობის 1 წელი
Fri, 28 Nov, 2025 at 07:00 pm