,,საქართველოს ბილიკებზე"
29 ნოემბერს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შიდა ქართლში.
🚌 მიკროავტობუსი გამოვა თბილისიდანაც და რუსთავიდანაც.
1. სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 სს.
2. ჭალა-ამილახვრიანთა ციხე - დარბაზები მე-17ს.
3. რუისის ფერისცვალების ტაძარი - მე-8-9 სს.
4. ბრეთის დედათა მონასტერი მე-6 ს.დააარსა პიროს ბრეთელმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი.დაკრძალულია აქვე.
5. დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი
957-967 წწ. (უშვილოთა შემწე).
6. ურბნისის სიონი - მე-5-6 ს.ს.
✔ ტურის ღირებულება: 40 ლარი
⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:40 სთ-დან. გავდივართ 9:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 სერთიფიცირებული გიდი, რომელიც მოგიყვებათ სანახავი ძეგლების ისტორიებს
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze
⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️
🏃♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
You may also like the following events from საქართველოს ბილიკებზე:
- This Saturday, 22nd November, 10:00 am, განახლებული ბირთვისის კანიონი in Tbilisi
- This Sunday, 23rd November, 08:00 am, გიორგობა: უჯარმა, თეთრი გიორგი, ალავერდი, შუამთა, in Tbilisi