"ეთერშია ჰელიოსი" -  თეატრი კონტაქტი - GIFT international festival

"ეთერშია ჰელიოსი" - თეატრი კონტაქტი - GIFT international festival

თეატრი კონტაქტი/Theatre Contact

Highlights

Sat, 15 Nov, 2025 at 06:00 pm

Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

Advertisement

Date & Location

Sat, 15 Nov, 2025 at 06:00 pm (GET)

Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

დიმიტრი უზნაძის ქუჩა 68, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

"ეთერშია ჰელიოსი" - თეატრი კონტაქტი - GIFT international festival
🎭 „თეატრი - კონტაქტი“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი"-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინკლუზიურ სპექტაკლის „ეთერშია ჰელიოსი“.

15 ნოემბერი🕕18:00 საათი
ბილეთები: tkt.ge/EtershiaHeliosi15

სოხუმის დრამატული თეატრის სცენა (მისამართი: უზნაძის N 68).

🔸დრამატურგი / რეჟისორი - ირა კოხრეიძე
🔸სცენოგრაფი /დადგმის ხელმძღვანელი - გიორგი მიქაბერიძე
🔸მუსიკის ავტორი - My Equinox Divine
🔸ვიდეო გრაფიკა - არჩილ ბედიაშვილი

🔹ჟანრი: სიმბოლიზმი / აბსურდის დრამა

🔹სპექტაკლის შესახებ: ეს ამბავი ერთის მხრივ მოგვითხრობს მითოლოგიური მზის ღმერთის ჰელიოსის შესახებ, მაგრამ ამავდროულად არაფერი აქვს საერთო ბერძნულ მითთან. სპექტაკლში ჰელიოსი არ წარმოადგენს ადამიანს ან პიროვნებას, ის მხოლოდ სიმბოლური გასაღებია თვითშემეცნების გზაზე აზროვნების ვაკუუმში მყოფი ადამიანისთვის.
მთავარი მოქმედება ხდება სიმულაციურ სამყაროში არსებულ სარკეებიან ოთახში, სადაც მოსახლეობა ზომბირებულ, „მძინარე“ მდგომარეობაში იმყოფება. ეკრანებზე მიჯაჭვულ ადამიანებს ტელე-რადიო მაუწყებელი აწვდის საგანგებო ინფორმაციას, რომ შესაძლოა მათ სამყაროში გამოჩნდეს „ჰელიოსი“ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას.
სოციუმის წევრებში შეინიშნება დაბნეულობა. ისინი არაერთგავაროვნად რეაგირებენ ამ ინფორმაციაზე და ჰელიოსის გამოჩენაზეც სხვადასხვაგვარ მოლოდინებს ამყარებენ. ზოგიერთი მათგანი ხსნას მესიის გამოჩენაში ხედავს.
ნაჩვენებია, ციფრულ ოთახში გამოკეტილი სოციუმის კრიზისული მდგომარეობის თავისებურებები: სტაგნაცია, შინაგანი ქაოსური და ამღვრეული განცდები, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან არსებული დაპირისპირება, ამპარტავნობა, შინაგანი სიცარიელის განცდა, ორპირობა, გულუბყვილობა რომელიც ვლინდება ყოველდღიურობაში. ფსიქოლოგიური კრიზის ფონზე მოსახლეობის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ პიროვნული ზრდის სერვისებს და პროფანულ მომსახურეობას.
მიუხედევათ ამისა, ადამიანთა მცირე ნაწილი მეტად გრძნობს და იაზრებს ოთახში არსებულ მენტალურ ხაფანგებს და ილუზორულობას. ხდება ფასეულობების გადაფასება და თვითრეფლექსის მცდელობები.
ეკრანი მოულოდნელად წყვეტს მაუწყებლობას. მას მერე ჰელიოსის გამოჩენის ინტერესი კიდევ უფრო მძაფრდება და კულმინაციას აღწევს.

🔹მონაწილეობენ:
ნანო გორდაძე, ვასო კიპაროიძე, მაშიკო თვალაბეიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, გიორგი გვასალია, მანჩო კოხრეიძე, ლევან ბირკაძე, ლუკა უშვერიძე, ტატო სიხარულიძე, სესილი ღვინჯილია, ნინი ბიკოვი, სანდრო დარსაველიძე, თაკო უჯმაჯურიძე, მაიკო მინჯია, ანანო ჩიტაძე, დაჩი ზერაკიძე

ერთი მოქმედება
ხანგრძლივობა: 1 სთ. და 10 წთ.
ასაკობრივი შეზღუდვა 12+

-------------------------------------------------------------------

🎭 „თეატრი კონტაქტი“ არის პირველი ქართული ინკლუზიური სახელოვნებო პროექტი რომელიც გასცდა საზღვრებს და არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარება მოიპოვა.

🎭 თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჩვენი თეატრის მთავარი რეჟისორი ირა კოხრეიძე ღირსების მედლის ლაურიატია.

🎭 „თეატრი კონტაქტი“ ისტორიაში პირველი ინკლუზიური თეატრია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი თეატრალური ორგანიზაციის UNESCO-ს საერთაშორისო თეატრალური ინსტიტუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა.


Also check out other Festivals in Tbilisi.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

Tickets for "ეთერშია ჰელიოსი" - თეატრი კონტაქტი - GIFT international festival can be booked here.

Advertisement

Nearby Hotels

Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა 68, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Reserve your spot
Ask AI if this event suits you
Advertisement
"ეთერშია ჰელიოსი" -  თეატრი კონტაქტი - GIFT international festival
"ეთერშია ჰელიოსი" - თეატრი კონტაქტი - GIFT international festival
Sat, 15 Nov, 2025 at 06:00 pm