🎉 პირველი პედიატრიული კონფერენცია ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში!
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ 29 ნოემბერს, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მასპინძლობს პირველ მასშტაბურ პედიატრიულ კონფერენციას, სადაც ქართველი და ამერიკელი წამყვანი სპეციალისტები გაგიზიარებენ უახლეს მიდგომებს ბავშვთა ჯანმრთელობისა და მენეჯმენტის საკითხებში.
✨ კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები, როგორიც არის:
•გამოწვევები პედიატრიულ ქირურგიაში;
•ჰელმინთები ბავშვებში: დიაგნოზი, მკურნალობა, პრევენცია;
•ბავშვი და "ალერგიული" გარემო;
•ბავშვთა ორთოპედიული პრობლემების დროული ამოცნობა;
•გასტროენტეროლოგიური მიდგომები (Evidence-Based Pediatric Gastroenterology)
•რთული შემთხვევების ანალიზი ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში
🎤 სპიკერები:
ჩვენი ექსპერტთა გუნდი აერთიანებს ადგილობრივ პროფესიონალებს და საერთაშორისო დონის სპეციალისტებს, რომლებიც ონლაინ ჩაერთვებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ექიმები:
•ფიქრია ჟვანია (მედ. დოქტორი, პროფესორი, პედიატრიული გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი);
•ირაკლი დავითაია (მედ. დოქტორი, პროფესორი, პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი);
•ლევან ქაჯაია (მედ. დოქტორი, ბავშვთა ორთოპედი);
•მარიკა რეხვიაშვილი (პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი)
ადგილობრივი და საერთაშორისო წარმდგენები:
•ბიძინა კულუმბეგოვი (მედ. დოქტორი, პროფესორი, ალერგოლოგი)
•ირმა კოკაია (მედ. დოქტორი, პროფესორი, პარაზიტოლოგი)
•Naomi Hoyle (Family medicine doctor, USA)
•Lasha Gogokhia (Gastroenterologist, New York Presbyterian Hospital, USA)
📍 ლოკაცია: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. #17
🗓️ თარიღი: 29 ნოემბერი 2025 წ
⏰ რეგისტრაციის დაწყება: 9:00
✅ წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: 👉
https://forms.gle/aC1hop64i32sJMQUA
გელოდებით 🚀
Also check out other Nonprofit events in Tbilisi.