ჭაუხის ( ჭიუხის) უღელტეხილი -3340 მ, ხევიდან ხევსურეთში, ჯუთა - ჭაუხი - როშკა, 12 July

ჭაუხის ( ჭიუხის) უღელტეხილი -3340 მ, ხევიდან ხევსურეთში, ჯუთა - ჭაუხი - როშკა

მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი "მზერა" / Travelers and Hiking Club "Mzera"

Highlights

Sat, 12 Jul, 2025 at 06:00 am

ჭაუხის უღელტეხილი

Advertisement

Date & Location

Sat, 12 Jul, 2025 at 06:00 am - Sun, 13 Jul, 2025 at 11:00 pm (GET)

ჭაუხის უღელტეხილი

Fifth Season, სტეფანწმინდა, საქართველო, Kazbegi, Vladikavkaz, Russia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ჭაუხის ( ჭიუხის) უღელტეხილი -3340 მ, ხევიდან ხევსურეთში, ჯუთა - ჭაუხი - როშკა

მოგესალმებით🌞🧡💚
12 - 13 ივლისს გთავაზობთ სილამაზით და ემოციებით გამორჩეულ ლაშქრობას ხევიდან ხევსურეთში. შესაბამისად ჯუთადან ჭაუხის უღელტეხილის გადავლით გადავალთ როშკაში. გელით დაუვიწყარი თავგადასავალი კავკასიის ბუმბერაზ მთებში, ულამაზეს ხეობებში, კლდოვან დათოვლილ ჭაუხებში, ჯიხვებისა და შურთხების საუფლოში. ეს ლაშქრობა აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი მიმართულება. ასე, რომ შემოგვიერთდით მეგობრებთან ერთად და შექმენით დაუვიწყარი თავგადასავალი ჩვენთან ერთად.🙏🫵💪✌️🤝👨‍👨‍👦‍👦

👑ორგანიზატორი: მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი "მზერა" / Travelers and Hiking Club "Mzera"

🌐რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი (ხევი - ხევსურეთი)

⏳️ხანგრძლივობა: ორი დღე

⚧️კატეგორია: სალაშქრო

👌სირთულე: რთული (ბარგი, დიდი გზა, ასაწევი სიმაღლე, მკვეთრი დაშვება, შესაძლო რთული მეტეოროლოგიური პირობები)

👣ფეხით გასავლელი მანძილი: დაახ. 22 კმ

🎉ღირშესანიშნაობები:
🟢სოფელი ჯუთა და ხედი ჭაუხებზე
🟢ჯუთას ტბა და ჩანჩქერი
🟢ჭაუხის უღელტეხილი, საიდანაც იშლება ძალიან ლამაზი ხედი პირაქეთა ხევსურეთზე და აბუდელაურის სამივე ტბაზე, თვით ჭაუხების მასივზე.
🟢აბუდელაურის ფერადი ტბები, როშკის ლოდები.

💰ფასი: 110 ლარი - მიკროავტობუსი, 160 ლარი - მინივენი

↪️ფასში შედის: ტრანსპორტირება, გიდის (სალაშქრო გამყოლის) მომსახურება, აღჭურვილობის ნაწილი ვისაც არ აქვს.

❌️ფასში არ შედის კვება (მოგვაქვს ინდივიდუალურად)

⛅️ამინდი: შედგება ნებისმიერ ამინდში, თუ არ იქნება ამინდის მკვეთრი გაუარესება მთელი ქვეყნის მაშტაბით.

🟢ტურის მოკლე აღწერილობა:

1️⃣პირველი დღე - ტრანსპორტით მივალთ სოფელ ჯუთაში. სადაც დაიწყება ტურის საფეხმავლო ნაწილი.
✅️პირველ დღეს გასავლელი მანძილი ჯუთა- ჭაუხები - დაახ. 10კმ, ასაწევი სიმაღლე - 650 მ -საწყისი წერტილის სიმაღლე ზ.დ. დაახ. 2150 მ. სასრული სიმაღლე დაახ. 2900მ
⛺️ღამისთევა კარვებით

2️⃣მეორე დღე: ავშლით ბანაკს და დავიწყებთ ასვლას უღელტეხილზე - ასაწევი სიმაღლე 540 მ. საწყისი წერტილი 2900მ ზ.დ., უმაღლესი წერტილი 3340მ. დასაწევი სიმაღლე 1040 მ. სასრული წერტილი 2300მ ზ.დ.
ტრანსპორტი გვხდება როშკაში.

🎉 ღირშესანიშნაობები:

⛰ჭაუხის უღელტეხილი - 3340 მ
🌤კარგი ამინდის შემთხვევაში უღელტეხილიდან თქვენ იხილავთ საოცრებას - 360 გრადუსიან პანორამულ ხედებს:

✅️აბუდელაურის სამივე ტბას ერთ კადრად.

🗻ხედებს ჭაუხებზე
🏔ხედებს მყინვარწვერზე
🏔🗻⛰ხედებს კავკასიონის მთავარ ქედზე - ხევზე და ხევსურეთზე.

🕧გასვლის დრო და ადგილი:
რუსთავი - სუპერმარკეტი "მადაგონი" (შარტავაზე) - 06:00,
თბილისი - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სპარის გვერდით - 07:00

🙏ტურზე წამომსვლელთათვის აუცილებელი აღჭურვილობა:

☑️სალაშქრო ზურგჩანთა ორი და მეტდღიანი ტურისთვის
☑️კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები( პარალონი),(არქონის შემთხვევაში დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად)
☑️სალაშქრო ფეხსაცმელი, სალაშქრო ტანისამოსი, საწვიმარი, ქუდი, სათვალე, მზისგან დამცავი კრემი.
☑️თბილი მოსაცმელი, ქურთუკი. გრძელმკლავიანი მაისური ( ღამე საკმაოდ ცივა)
☑️გამოსაცვლელი სამოსი აუცილებლად, ფეხსაცმელი.
☑️ჰიგიენის საშუალებანი, პირადი მოხმარების ნივთები
☑️ორი დღის საკვები

👍სასურველია თან იქონიოთ სალაშქრო ჯოხები, ფანარი,
ინდივიდუალური აფთიაქი.

☝️გაფრთიხლება:
🚫არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამი
❌️კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
❌️არ ვყრით ნაგავს, არ ვბილწსიტყვაობთ.
❌️არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. რელიგიაზე
🚫დაუშვებელია მარშირებისას ალკოჰოლის დალევა და მარშუტიდან თვითნებური გადახვევა და გაჩერება, ცალკე -ცალკე ჯგუფებად სიარული.
✳️საკვებად და შესასვენებლად ვჩერდებით ყველა ერთად.
👉ვემორჩილებით ორგანიზატორს, რომელიც წარმოადგენს უზენაეს და პასუხისმგებელ პირს. ყოველი მისი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს ყველასთვის.
⚠️⚠️⚠️☝️☝️☝️კატეგორული გაფრთხილებაა - არავინ ვაგვიანებთ!!!! - წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა ნებისმიერ დამრღვევზე

🙏ფორსმაჟორული სიტუაცია:
ასეთ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

✴️გადახდა:
🔸️თანხის გადახდა ხდება ბარათზე დარიცხვით ,“საქართველოს ბანკი“, ანგარიშის ნომერზე: GE92BG0000000101180145 .
მიმღები თ. კეკენაძე.
ჩარიცხვის შემთხვევაში მოგვწერეთ შეტყობინება მითითებულ ნომერზე ან “მზერას“ ფეისბუქ გვერდზე. ტურის წინ კი წამოადგინეთ ქვითარი ან მისი სქრინი. ჩარიცხვის ბოლო ვადაა 09.06.25
ტურის სიაში ჩაიწერებით მხოლოდ გადახდის შემდეგ.

☝️გაითვალისწინეთ, რომ სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

☎️ტელ: 555 27 54 79, 599 96 89 51, 574 00 55 16


Also check out other Trips & Adventurous Activities in Vladikavkaz.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Event Tags

Nearby Hotels

ჭაუხის უღელტეხილი, Fifth Season, სტეფანწმინდა, საქართველო,Kazbegi, Vladikavkaz, Russia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

ჭაუხის ( ჭიუხის) უღელტეხილი -3340 მ, ხევიდან ხევსურეთში, ჯუთა - ჭაუხი - როშკა, 12 July
ჭაუხის ( ჭიუხის) უღელტეხილი -3340 მ, ხევიდან ხევსურეთში, ჯუთა - ჭაუხი - როშკა
Sat, 12 Jul, 2025 at 06:00 am