"რას მოგვიყვები ბილიკო
თეთრად გაკრულო მთაზედა,
ვის უთელია ბალახი,
ფეხი დაუდგამს მხარზედა,
ბევრ მონადირეს უვლია
შენზედ ჯიხვების კვალზედა?
მაინც რას გვეტყვი ამჯერად
სიკეთესა თუ ავზედა,
...საით მიდიხარ ბილიკო,
ვის მიგვაყენებ კარზედა".....
ღამით, ვისაც ხევსურეთის ცა უნახავს, იცის რაზეც მაქვს საუბარი :)
- საკუთარი თვალით უნდა ნახო. მილიონობით ვარსკვლავი.
ამ ჯერად გავემართები პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის ულამაზესი მწვერვალების, ხეობების, ნასოფლარების, კოშკებისა და სალოცავების სანახავად.
თბილისიდან ხევსურეთამდე გზად გავივლით
✅ ჟინვალ ჰესის მარცხენა სანაპირო მხრიდან, საიდანაც განსხვავებულ ხედებს გადავიღებთ.
ჟინვალის გავლით, მთიულეთიდან გადავდივართ ☑️ფშავში.
ძალიან ლამაზია გზა, რომელიც ფშავის გავლით აგვიყვანს პირაქეთა ხევსურეთში,
☑️დაბა ბარისახოში.
✅ სოფ. კორშის გავლით, დავიწყებთ ასვლას
☑️✅ დათვიჯვრის უღელტეხილზე.
🌄 დათვიჯვრის უღელტეხილი (ზ. დ. 2676 მ.)
🎠 ლებაის კარი
☄️ კისტანის კოშკები.
🌧️ გუროს ნაწვეთურები
👑 ციხე-სოფელი შატილი.
✅ ანატორის აკლდამები.
🥇ციხე-სოფელი მუცო
✅ ულამაზესი ციხე-სოფელი არდოტი
ერთადერთი, გრუნტის გზა აერთებს პირიქითა ხევსურეთს დანარჩენ საქართველოსთან. ეს გზა, წელიწადის უმეტესი პერიოდი ჩაკეტილია ხოლმე მიმოსვლისათვის, დიდთოვლობის გამო. ხშირად, ზაფხულშიც კი გაუვალი ხდება წვიმების გამო და ამ დროს იქითა ხევსურეთში გადასვლა ფეხით ან ვერტმფრენით თუ შეიძლება.
კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით იწყება პირიქითა ხევსურეთის კარი.
დათვი ჯვრის უღელტეხილი ( 2700 მეტრამდე ზღვის დონიდან ). აქ მოხვედრილი მგზავრი ფანტასტიკური სანახაობის მოწმე ხდება. სამხრეთით, ჭაუხების კლდოვანი მასივია გადაშლილი. ჩრდილოეთით კი, დათვიჯვრის უღელტეხილიდან, არღუნის ხეობა იწყება. ქედის ამ მხარეს უკვე, ყველა მდინარე იქით, ჩრდილოეთით მიემართება. ამ ხეობით ვიწყებთ ჩასვლას "ლეგენდებთან" შესახვედრად...
პირველი, რომ გადავალთ არღუნის ხეობაში, ლებაისკარის ციხე გვხვდება. სწორეთ იგი კეტავდა დათვიჯვრის უღელტეხილიდან პირიქითაში გადმოსასვლელს. მისი საბრძოლო კოშკი ყველაზე კარგად არის შემონახული. კოშკი, განსაკუთრებული სიმეტრიულობით გამოირჩევა.
ლებაის კარის შემდეგ, მთის ფერდობზე, კისტანის ორი ციხე გვხვდება. აქ მოხვედრა მხოლოდ ბილიკითაა შესაძლებელი. ხევსურეთი უდიდესი და უძველესი გვარის, ჭინჭარაულების ციხე-სოფელი ამჟამად მიტოვებულია. მხოლოდ მისი ციხე-კოშკები დგანან ამაყად.
საბრძოლო კოშკებს ხევსურულად, ქავის ციხე ეწოდება. მის კარებზე აჭედებდნენ მტრის მოჭრილ მარჯვენა ხელის მტევანს ხევსურები.
კისტანიდან გზა, არღუნის ხეობაში ხევსურეთის გულისკენ მიემართება. აქ, მართლაც ფანტასტიკური სილამაზე ხვდება მოგზაურს.
პირიქითა ხევსურეთის ცენტრი, შატილია.
შატილი, 90-მდე საბრძოლო და საცხოვრებელი კოშკისგან შედგება. მისი ქაოტურად აშენებული კოშკები და მიჯრით მიწყობილი ერთმანეთთან, შორიდან შემხედვარე, ერთ მთლიან ციხეს მოგვაგონებს. შატილიც, ჭინჭარაულები გვარის სოფელია, სადაც ყველა მამაკაცი მეომრად იზრდებოდა.
შატილის შიდა სივრცე ისეა მოწყობილი, რომ მომხდურ მტერს, რაც შეიძლება გაძნელებოდა თითოეული კოშკის აღება. ვიწრო გასასვლელები ერთ მეომარს შეეძლო ჩაეკეტა, მითუმეტეს რომ ყოველი მათგანი განსაკუთრებულ საბრძოლო ხელოვნებას ფლობდა.
ამ მხრისვ შატილი, უძველეს სპარტანულ ქალაქ-სახელმწიფოებთან მსგავსებას ამჟღავნებს, სადაც დომინირებდა მამრული საწყისი. ხევსურეთში, შვილად ვაჟი ითვლებოდა, რომელიც აუცილებლად მეომრად უნდა გაზრდილიყო.
შატილი, ყველაზე უფრო გამაგრებულია, რომელსაც სამხრეთიდან შემოსასვლელს, ქაჩუს ციხე კეტავს, ჩრდილოეთით, ჩეჩნეთიდან ანატორის ციხე, ხოლო შატილის წყლის, დასავლეთ მხრიდან აკონტროლებდა სიმაგრე, სადაც მუდმივად იდგა რაზმი. ამ ადგილს, ხევსურულად ვეშაგები ქვია. რაც გუშაგებს ნიშნავს.
ანატორიდან, ხეობა მკვეთრად უხვევს და გზა შეუყვება ანდაქის ხეობაში. მუცოს ჭალაში ხეობა ფართოვდება და ულამაზესი პეიზაჟები იშლება ჩვენს თვალწინ.
10 კილომეტრის შემდეგ, ხეობა ისევ ვიწროვდება და მის ბოლოში, პიზას კოშკივით გადახრილი, საბრძოლო ციხის სილუეტი გამოჩნდება ჩვენს თვალსაწიერზე.
მუცო.
პირიქიათა ხევსურეთში, მუცოს კოშკები მეორეა სიდიდით შატილის შემდეგ. შატილისგან განსხვავებით, იგი მიუვალ კლდეზეა აგებული. მუცოს კოშკები მთლიანად დაცლილია მოსახლეობიდან. ძნელი წარმოსადგენია თუ რამ აიძულა ხევსურთ წინაპრები, ამ სიმაღლეზე აეშენებინათ სოფელი. იგი, დაიაურების სოფელი ყოფილა, რომლებიც გოგოჭურების შინშები ყოფილან.
30-იან წლებამდე, ჯერ კიდევ დუღდა მუცოში სიცოცხლე.
არდოტი.
მუცოდან, ათიოდე კილომეტრში მდებარეობს ციხე-სოფელი არდოტი. აქ, შემორჩენილია პირიქითა ხევსურეთში, ერთადერთი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელსაც ვარაუდობენ, რომ თამარ მეფის დროს არის აგებული.
მე-12 საუკუნეში, რელიგიურ ნიადაგზე ხევსურები აჯანყებულან და მათ დასამორჩილებლად თამარ მეფეს, თავისი საუკეთესო მხედართმთავარი, იოანე მხარგძრელი გაუგზავნია ლაშქრით. სისხლისმღვრელი ბრძოლები გაჩაღებულა, რის შემდეგ ხევსურები დამარცხებულან და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუხერხებია მათი შემორიგება.
როგორც ჩანს, არდოტის ეკლესია რუსებს აღუდგენიათ და შეუთეთრებიათ. თუმცა ამჟამად მივიწყებულია და დანგრევის პირასაა მისული.
არდოტიც 50-იან წლებში დაიშალა. როდესაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ ძალით გადაასახლეს ბარში. ვინც წინააღმდეგობას უწევდა, მათ სახლებს უფეთქებდნენ. ყოველივე ამან თავისი შედეგი გამოიღო და არდოტიც დავიწყებისთვის გაიწირა. არდოტი, ზვიადაურების ციხე სოფელია. სწორედ ისინი აკონტროლებდნენ თუშეთიდან ხევსურეთში შემოსასვლელს. როგორც ვარაუდობენ, ზვიადაურები ჭინჭარაულების შინშები არიან და მრავალი თაობის წინ არიან განაყარი.
ამ საოცრების სანახავად გავემგზავრებით მეგობრული, ერთ გუნდად შეკრული ადამიანები. ჩვენში უფროს-უმცროსი არ არსებობს. ყველანი ვართ მეგობრები <3
მინდა შევეხო საჭირო ნივთების თემას:
პირველ რიგში უნდა გვქონდეს მზის ქუდი, მზის სათვალე, მზისგან დამცავი კრემი. საწვიმარი და ფანარი მოლაშქრისათვის აუცილებელი ნივთებია.
სასურველია სალაშქრო ფეხსაცმელი (ბოტასები, ბათინკები).
აუცილებლად უნდა გვქონდეს შარვალი და თბილი მოსაცმელი. ღამით ცივა.
-კარავი;
-პარალონი;
-საძილე ტომარა.
თუ ვინმეს რაიმე პრეპარატი სჭირდება, იქონიოს თან, იქ ვერსად ვიყიდით ვერაფერს.
საკვები კი უნდა ვიქონიოთ ორი დღის საკმარი :)
ხევსურეთში შეშა ჭირს და შეიძლება დიდი კოცონი ვერ დავანთოთ :(
წინ ორი ლამაზი დღე გველის. არავინ ხართ შეზღუდული არაფერში. ერთ გუნდად ვართ ყველა.
არ ვაწესებ წესებს.
ამრევი, ლოთი და ქაჯი არ გვყავს.
ჩემთან ყველა დაცულია, გოგოც და ბიჭიც ;)
როგორც ხალხისგან, ასევე გარეული ცხოველებისგან.
რთული გზის გამარტივების მიზნით, მივემგზავრებით მაღალი გამავლობის მანქანით, "დელიკა".
თავს ვარიდებ 20 ადგილიან, ასფალტზე სასიარულო მარშუტკებით გადაადგილებას იმ რთულ უღელტეხილზე.
შეკრების ადგილი: მეტრო სარაჯიშვილის წინ.
დრო: 19 ივლისი, შაბათი 08:45 სთ.
დაბრუნება: 20 ივლისი, კვირა 23:00 სთ.
2 დღიანი ჯიპ-ტურის ღირებულება 100 ლარი.
ვისაც არ სურს კარავში დარჩენა, შესაძლოა დავტოვოთ საოჯახო სასტუმროში. დამატებით, ფასი დაახლოებით 30 ლარია.
ვისაც არ აქვს კარავი და პარალონი, მე დავაკომპლექტებ. საძილე ტომრები თავად იშოვეთ! ითხოვეთ, იქირავეთ.