🌟სალაღე🌟
⛰️გიწვევთ თუშეთში - თერაპიულ მოგზაურობაში!
🧘🏼♀️“სალაღე” ეს არის ადგილი, სადაც სხეული, გონება და სული ერთმანეთთან ბალანსშია.
თუშეთის ულამაზეს ბუნებასთან კონტაქტით, “სალაღე” გთავაზობთ სივრცეს, სადაც ადამიანები შეძლებენ გამოეყონ ცხოვრების ქაოსს და ბუნებაში, თერაპიული პროცესისა და თვითშემეცნების გზით, მიიღონ პიროვნული ზრდის და შინაგანი ჰარმონიის გამოცდილება.
👥 ეს კურსი თქვენთვისაა:
🟢თუ ხართ 25-50 წლის ( ქალი და მამაკაცი);
🟢თუ ხართ დაინტერესებული პიროვნული ზრდით და გსურთ დასვენება ქაოტური ყოველდღიურობისგან;
🟢თუ გაინტერესებთ თუშეთის აუთენტური ბუნება;
🗓 თარიღი: 13 - 18 აგვისტო 2025
📍 მდებარეობა: სასტუმრო “ნადიანი” - ომალო, თუშეთი
📚 ტრენინგის თემა: თვითშემეცნება, ბუნებასთან და ადამიანებთან კონტაქტი - გეშტალტ თერაპიული მიდგომებისა და არტის საშუალებით.
🔍 ინფორმაცია სემინარის შესახებ:
პროექტის თერაპიული მიმართულებები მრავალფეროვანი, აუთენტური და გამოცდილებაზე ორიენტირებულია. ისინი მომართულია აწმყოსთან დარჩენასა და თვითცნობიერების გაღრმავებაზე.
🎨 გეშტალტ- არტ თერაპია - როდესაც არ გვყოფნის სიტყვები - ფერები, ფორმები და ხაზები ჩვენს ნაცვლად ლაპარაკობენ. არტი გვეხმარება შინაგანი სამყაროს გამოხატვასა და გაცნობიერების არეალის გაფართოვებაში.
📜 პოეზია თერაპია - სიტყვებს თერაპიული ძალა აქვს. სიტყვებით მხოლოდ ლექსი არ იქმნება, არამედ შინაგანი დინამიკური და კრეატიული პროცესების წყაროდ გვევლინება.
🎭 ფსიქოდრამა - “სხეული ამბობს იმას, რის თქმასაც გონება ვერ ბედავს.” როლური თამაში ან დადგმა/ენაქთმენთი, სადაც შეგვიძლია გამოცდილებაში გადმოვიტანოთ ემოციები, შეგრძნებები და შევეხოთ ჩვენი პიროვნების სხვადასხვა მხარეს.
👤 ტრენერების შესახებ:
👩🏻🏫 ანი რაინაული - EAGT აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის კვლევითი კომიტეტის წევრი, ასისტენტ-პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
👩🏻🏫მარიამ ზვიადაძე - EAGT აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის ბაკალავრი, საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის მდივანი, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი"-ს ფსიქოთერაპევტი.
👩🏻🏫 ცირა ჭურღულაშვილი - ექიმი, პრაკტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ასოცირებული წევრი, ახალგაზრდული თეატრის მსახიობი.
💰 ღირებულება:
I კალათა - 1 ივნისი - 30 ივნისი 1349 ლარი
II კალათა - 1-31 ივლისი 1449 ლარი
*ღირებულებაში შედის:
✔️ტრანსპორტირება: თბილისი - ომალო - თბილისი;
✔️სასტუმრო 5 ღამე /6 დღე სამჯერადი კვებით;
✔️ექსკურსია - ზემო ომალო, დართლო, ბოჭორნა;
✔️ვორქშოფები.
📋 რეგისტრაცია:
https://forms.gle/obZnBaCDAWhMY6zh7
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://www.instagram.com/tusheti_salaghe?igsh=ZW04bm9rZmRpMjY2
#Training #Learning #ProfessionalDevelopment #GestaltTherapy
Also check out other Workshops in T'elavi.