თუშეთის განსხვავებული ტური. 21/24 აგვისტო, 21 August

თუშეთის განსხვავებული ტური. 21/24 აგვისტო

მოგზაურთა კლუბი "Travel house"

Highlights

Thu, 21 Aug, 2025 at 04:00 am

ომალო , თუშეთი

Advertisement

Date & Location

Thu, 21 Aug, 2025 at 04:00 am - Sun, 24 Aug, 2025 at 11:00 pm (GET)

ომალო, თუშეთი

T'elavi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

თუშეთის განსხვავებული ტური. 21/24 აგვისტო
💥21, 22, 23, 24 აგვისტოს გთავაზობთ თუშეთის განსხვავებულ ტურს. ვინც უკვე ნახეთ სტანდარტული თუშეთი, ჩვენთან ერთად შეგიძლიათ განსხვავებული სილამაზეებიც იხილოთ.

✅თუშეთი ადგილია, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.

#წამოდი და შენც ნახე სამოთხე დედამიწაზე.

🔷️წამოდი და შენც ნახე როგორი სტუმართმოყვარე ხალხია თუშები.

🔷️წამოდი და თავად მოისმინე თუშის მიერ მოყოლილი თუშური ისტორიები.

🔷განსხვავებული თუშეთის ტურის ღირებულებაა 450 ლარი (საოჯახო სასტუმროთი) 350 ლარი კარვებით..

🔺წინასწარ გვატყობინებთ ვისაც სასტუმროში არ სურს დარჩენა.
‼️ფასში შედის მგზავრობა მაღალი გამავლობის მანქანით(დელიკით),პროფესიონალ მძღოლ-გიდთან ერთად, სამი ღამე საოჯახო სასტუმრო, ფოტო გადაღება, გიდის მომსახურეობა, ყავა-ჩაი.

#ფარსმა #დართლო #გირევი #კვავლო #დიკლო #კესელო #ომალო #ორეთისტბა #ბოჭორნა #თუშეთი #დოჭუ #ილიურთა #მოგზაურობა #გართობა #ნიამორისგადასახედი #აბანოსუღელტეხილი

⭕ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;

⭕სატრანსპორტო საშუალება- დელიკა.

⭕შეხვედრისა და გასვლის ადგილი:

თბილისი, მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელი. შეკრებას ვიწყებთ 03:30 საათიდან. გასვლა 04:00 საათზე. დაგვიანებულებს არ ველოდებით. ტური დროშია გათვლილი.

💥პირველი დღე:

⭕️ჩანჩქერი ხეობაში
⭕️ხისოს ტბა, მეწყერის შედეგად წარმოშობილი
⭕️აბანოს უღელტეხილი.
⭕️დიკლო
⭕️შენაქო
⭕️ნიამორის გადასახედი
⭕️განთავსება სასტუმროში და დასვენება.

💥მეორე დღე:

⭕️ პირიქითა თუშეთი დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი.

⭕️მესამე დღე:

⭕️ გომეწრის ხეობა, ბოჭორნა, დოჭუ, წოვათა, ილიურთა, ბეწვის ხიდი, ჯვარბოსელი.

⭕️მეოთხე დღე:

🔶️ზემო და ქვემო ომალო, კესელოები, ვიზიტორთა ცენტრი, ალავერდი.

თუშეთიდან უკანა გზაზე თელავში გავჩერდებით შესასვენებლად. შეგვიძლია ზოდიაქოში მივირთვათ ხინკალიც.

‼️ფასში არ შედის კვება. მოგვაქვს ინდივიდუალურად.(გზისთვის)
სურვილის მიხედვით ვჩერდებით თელავში და ერთად ვყიდულობთ საკვებსაც.
( გაითვალისწინეთ, რომ თუშური ჩვეულების თანახმად თუშეთში აკრძალულია ღორის ხორცის და ღორის ხორცისგან მომზადებული პროდუქტების შეტანა)

🔷️ტური შედგება ნებისმიერ ამინდში თუ არ შეიქმნება გზასთან დაკავშირებული პრობლემები.

💥 ტურის ღირებულებაში შედის:
🔹️ მგზავრობა.
🔹️სამი ღამე საოჯახო სასტუმრო.
🔹️ გიდის მომსახურეობა
🔹️ფოტო გადაღება

💥განთავსება მოხდება ორ და სამ ადგილიან ნომრებში.
საოჯახო სასტუმროს აქვს სველი წერტი და არის ჩვეულებრივ წყლის გადავლების საშუალებაც.
ამ ფასში ნუ მოითხოვთ "პერო სასტუმროს".
მივდივართ მთაში და გაითვალისწინეთ. თუშეთი არ არის ადგილი სადაც უნდა იაროთ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით და კოსტუმით.

🔷️ტურზე აუცილებელია გაითვალისწინოთ და წამოიღოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხაცმელი, თბილი მოსაცმელი, , ქუდი, სათვალე, მზის საწინააღმდეგო კრემი, საწვიმარი.
ვინც კარვით არის მათთვის:კარავი საძილე ტომარა, ქვეშაგები ( პარალონი),
აგრეთვე 3დღის სამყოფი საკვები, იქ არ არის მაღაზიები, პირადი მოხმარების ნივთები. სასტუმროში არის თეთრეულიც და პირსახოცებიც.

‼️ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში.
‼️კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება,ნაგვის დაყრა,მზესუმზირის მირთმევა, არ ვბილწსიტყვაობთ.
დაუშვებელია მარშრუტიდან თვითნებურად გადახვევა და გაჩერება, ჯგუფებად სიარული , ყურსასმენებით მოძრაობა.

🔹️ყველანი ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას და ურჩი ვიზიტორი მოიხსნება ტურიდან..
იქონიეთ პირადი აფთიაქიც.

‼️ფორსმაჟორული სიტუაციაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა. ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

✅ტურზე რეგისტრაცია დაწყებულია.
გაითვალისწინეთ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

💥ტურზე წინასწარ ირიცხება ჯავშნის თანხა 100 ლარი..დანარჩენი სრული თანხა კი ტურის გამართვამდე 7/10 დღით ადრე..

💥ტურზე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება რათა თქვენს გამო სხვებიც არ დაზარალდნენ. იქონიეთ პირადობის მოწმობები.

დეტალებზე მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

📲599 96 78 96 ეკატერინე
📲593 50 22 70
📲596 67 62 62

ტურზე ადგილების დაჯავშნა დაწყებულია. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ.

აღმოაჩინე თუშეთი ჩვენთან ერთად.


You may also like the following events from მოგზაურთა კლუბი "Travel house":

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

ომალო , თუშეთი, T'elavi, Georgia
Get updates and reminders
Advertisement
 თუშეთის განსხვავებული ტური. 21/24 აგვისტო, 21 August
თუშეთის განსხვავებული ტური. 21/24 აგვისტო
Thu, 21 Aug, 2025 at 04:00 am