თუშეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძველი რეგიონია საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში. ტური თუშეთში მოგცემთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაათვალიეროთ თვალწარმტაცი მთები, შუასაუკუნოვანი კოშკები და ტრადიციული თუშური სოფლები, როგორიცაა ომალო, დიკლო და შენაქო. მოგზაურობა მოიცავს ლაშქრობებს ალპურ მარშრუტებზე, ადგილობრივი ცხოვრების წესისა და სტუმართმოყვარეობის გაცნობას, თუშური კერძების დაგემოვნებას და უძველესი კულტურული ძეგლების მონახულებას. ტური განკუთვნილია თავგადასავლების, ბუნებისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთათვის, ვისაც სურს შეისწავლოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი და მისტიკური კუთხე.
თუშეთი — ადგილი, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და ყოფიერების საზღვრები იშლება. ეს ტური მოგცემთ საშუალებას, შეეხოთ მთების სიჩუმეს, სადაც ქარი და ნისლი საუკუნეთა სიბრძნეს ატარებს. აქ ყოველ ბილიკს თავისი ლეგენდა აქვს, ხოლო თითოეული სოფელი — არსებობის მარადიულობის სიმბოლოა. თუშეთის ბუნება და არქიტექტურა არა მხოლოდ თვალწარმტაცია, არამედ აზრის სიღრმეში ჩაფიქრებისკენ გიბიძგებს: რა არის ადამიანის ადგილი სამყაროში და როგორია კავშირი ბუნებასთან?
ტურის განმავლობაში, სტუმარი არა მხოლოდ ხედავს უძველეს კოშკებსა და ველურ პეიზაჟებს, არამედ ეზიარება უხილავ ენერგიას, რომელიც თუშეთის მთებშია ჩაბუდებული. აქ ყოფნა თვითმხილველს თავისთავად უბიძგებს საკუთარი გზის, ბედისა და ცხოვრების აზრის ძიებისკენ. თუშეთი იმთავითვე მისტიკური სივრცეა, სადაც რეალობასა და ზღაპარს შორის ზღვარი ქრება, და თითოეული მოგზაური საკუთარ თავში პოულობს ახალ კითხვებს, პასუხებსა და განცდებს.
ეკონომ ტური თუშეთში
ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტის უსაფრთოება და კომფორტია! აუცილებელი პირობა - გამართული ტრანსპორტი და გამოცდილი მძღოლები !
დღე პირველი
06:00 - შეხვედრა რესპუბლიკის მოედანზე ქიაჩელის ქუჩის დასაწყისში.
თბილისიდან გავდივართ სოფელ ალვანის მიმართულებით .
აქედან ჩვენი გზა მიემართება აბანოს ულამაზესი უღელტეხილით სოფელ ომალოსკენ, რომელიც ითვლება თუშეთის ცენტრად. გავჩერდებით ზემო ომალოში სასტუმრო „თუშური კოშკში“ კესალოს ციხეების ძირში. ვისვენებთ ერთი საათი და მოვინახულებთ შენაქოს, დიკლოს, დიკლოს ციხეს და ვბრუნდებით სასტუმროში.
დღე მეორე
პირიქითა თუშეთი - სოფელი დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი. დაბრუნება სასტუმროში. სურვილისამებრ, შესაძლებელია ცხენით, ველოსიპედით ან ფეხით გასეირნება ომალოს მდელოებზე .
დღე მესამე
გომეწრის ხეობა - სოფელი ბოჭორნა, დოჭუ, ჯვარბოსელი და გამომგზავრება თბილისისკენ. პიკნიკი აბანოს უღელტეხილზე; სურვილისამებრ, შეგვიძლია აბანოს უღელტეხილზე გოგირდის აბანოებში შესვლა.
გაითვალისწინეთ:
ჩაიცვით კომფორტული სამოსი და ფეხსაცმელი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. თბილი კურტკა ,
სირთულე:
ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 5- 7 კმ.
ფასში შედის :
კომფორტული ტრანსპორტი 4X4 , საოჯახო სასტუმრო ორჯერადი კვებით .
ფასში არ შედის ცხენების და ველოსიპედის ქირაობა, გოგირდის აბანო.
კვება გზაში და ლანჩი
ტურის ღირებულება : 520 ლარი ერთ ტურისტზე.
თითო ტრანსპორტში 6 ტურისტი