💦 5 აგვისტოს, 20:00 საათზე ლუმოსში გაპატიჟებით გიორგი მიროტაძის ჯგუფურ თერაპიულ ვორქშოფზე.
ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 50 ლარი
🌊 მირომ ეს პრაქტიკა ცნობიერი თამაშების შემქმნელთან, მატეო ტანგთან, გაიარა და მას შემდეგ უზიარებს აუდიენციას მოქშა ფეიქართან ერთად და დამოუკიდებლად.
🐚 ფლეიფაიტი გაცნობიერებული თამაში და შერკინებაა.
რა არის ფლეიფაიტი?
🌾 ფლეიფაიტი აერთიანებს თამაშს, ფიზიკურ მოძრაობასა და სოციალურ ურთიერთობებს, რაც მონაწილეებს ეხმარება თვითშემეცნებაში, ემოციური ინტელექტის
განვითარებასა და ჯანსაღი, ავთენტური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
🍀 პრაქტიკის მიზანია, ადამიანებმა ცნობიერი ურთიერთობა დაამყარონ საკუთარ სხეულთან, გონებასა და ემოციებთან.
თამაშში ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ვივსებით ენერგიითა და სიხარულით. შეგნებული და გაცნობიერებული ბრძოლის საშუალებით ვაღვიძებთ ჩვენი სხეულის ინტელექტს, რადგან ვიყენებთ ძალას უსაფრთხოებისა და პატივისცემის პირობების დაცვით.
ყურადღებით ვაკვირდებით საკუთარ თავში არსებულ სიღრმეებს და ვცდილობთ, მეტი ავთენტურობა შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში.
🌠 ამ ინდივიდუალურ მოგზაურობაში კი სხვებთან ერთად ვართ ჩართული.
რა არის ფლეიფაიტის არსი? 💧
ღრმა კავშირი: სხეული, გონება და ემოციები ერთიანდება. სწავლობ შენი საჭიროებების გამოხატვასა და საზღვრების პატივისცემას, სხვებთან კავშირს.
თამაში და დაპირისპირება: თამაშის დროს ნერვული სისტემა ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს. დაპირისპირება გვაიძულებს, რომ კომფორტის ზღვარს მივაღწიოთ.
ურთიერთობა და მხარდაჭერა: ჩვენ ვურთიერთობთ, ვუკავშირდებით და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ყველას ვიღებთ ისეთებად, როგორებიც არიან. უმთავრესია
კეთილგანწყობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
რა სარგებლობა აქვს ფლეიფაიტს? 💧
ემოციური ინტელექტი: გააცნობიერე ემოციების მაკურნებელი პოტენციალი.
სხეულის კითხვა: ისწავლე, როგორ დააკვირდე სხეულს.
რისკების მართვა: ისწავლე, როგორ შეაფასო რისკები და უპასუხო ფიზიკურ, ემოციურ და ინტიმურ საფრთხეებს.
კონფლიქტის გადაჭრა: აღიარე კონფლიქტების საფუძვლად არსებული გამოუხატავი მოთხოვნილებები.
ცხადი კომუნიკაცია: ისწავლე, როგორ გამოიყენო ეფექტურად შენი ხმა, სხეულის პოზიცია და სიჩუმე.
წრის მუშაობა: აითვისე წრის უძველესი ინსტრუმენტი, როგორც კავშირის და უსაფრთხოების პირობის შექმნის გზა.
🔸 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
🔸ან დაგვირეკეთ:
📞 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 👇
▪ საირმის 71 🌿 გოძიაშვილის პარკში🐿
You may also like the following events from Lumos • ლუმოს: