ჩრდილების ცეკვა: მე და შენ, და ჩვენ, 27 December | AllEvents

ჩრდილების ცეკვა: მე და შენ, და ჩვენ

Our Space ჩვენი სივრცე

Highlights

Sat, 27 Dec, 2025 at 12:00 pm

6 hours

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia

Advertisement

Date & Location

Sat, 27 Dec, 2025 at 12:00 pm to 06:00 pm (GET)

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi

Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ჩრდილების ცეკვა: მე და შენ, და ჩვენ
"ტრანსფორმაციის წრის" მესამე შეხვედრა.

ყოველი ურთიერთობა ორი სამყაროს შეხვედრაა — ორი ისტორია, ორი ფესვი, ორი გზა, რომელიც ერთმანეთისკენ მიმართულ სიჩუმეში მოულოდნელად იკვეთება და სრულიად ახალსა და უნიკალურს ქმნის. ჰოდა, იქ, სადაც „მე“ და „შენ“ ერთმანეთს ეხება, ჩნდება მესამე სივრცე — „ჩვენ“, სადაც სინათლესაც თავისი ფერი აქვს, ხოლო ჩრდილს — თავისი ხმა.

ზოგჯერ ეს ჩრდილები ჩუმად ცეკვავენ ჩვენს შორის: გაუზიარებელი ტკივილები, გამოუთქმელი სურვილები; წარსული, რომელიც ჩვენი მზერის მიღმა რჩება და სიტყვები, რომლებიც ჯერ ვერ ითქვა. ეს ჩრდილები გზას გვიჩვენებენ — ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ არის რაღაც დასანახი, მოსასმენი და შესაგრძნობი.

გეპატიჟებით სისტემური განლაგების სივრცეში იმასთან შესახვდრად, რაც ამყარებს და ასუსტებს ჩვენს კავშირებს; სადაც დავინახავთ, სად მთავრდება „მე“, სად იწყება „შენ“ და როგორ იბადება მათი ურთიერთქმედებითა და მათ შორის „ჩვენ“.

ეს დღე შენთვისაა, თუ გსურს
• დაინახო, რა ხილული თუ უხილავი დინამიკა მოქმედებს შენსა და პარტნიორს შორის;
• შეხედო ჩრდილს, რათა ნათლად გამოჩნდეს სიყვარული, მიზანი და სიმართლე;
• ისწავლო, როგორ აბალანსო “მე“, „შენ“ და „ჩვენ“ ურთიერთობაში;
• აღადგინო მოძრაობა იქ, სადაც კავშირი არ ჩანს, თითქოს ყველაფერი შეჩერდა და ერთ ადგილზე გაიყინა;
• დაემშვიდობო და გაუშვა შენი ცხოვრებიდან ის, ვინც იყო “ჩვენში” შენთან ერთად და აღარ არის;
• უბრალოდ შეხვდე საკუთარ თავს პარტნიორის, როგორც სარკის საშუალებით.

და შედეგად
• ისწავლო და გამოსცადო, თუ როგორია, ვიდგეთ ერთმანეთის წინ ნამდვილი, დაუფარავი და მიწაზე მყარად მდგომნი ;
• დაინახო, რომ იდეალური არავინაა და არც იდეალურობისკენ სწრაფვაა გამოსავალი;
• მოიპოვო სიმშვიდე და მიაგნო გზას, თუ როგორ იყო “ჩვენში” შენი ნამდვილი “მე”.

ეს არ არის მხოლოდ ვორქშოფი — ეს არის შეხვედრის ცერემონია, სადაც ჩრდილი პარტნიორს კი არ გვაშორებს, არამედ გვიბიძგებს დავინახოთ ის საზღვარი, სადაც ხდება რეალური შეხვედრა და აქ ჩრდილი ბარიერი კი აღარ არის, არამედ ის კარია, საიდანაც „მე” და „შენ“ შემოდის „ჩვენის“ სიღრმეში.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/dGmYmNz1Q7UjgU1Z6
ნებისმიერი კითხვით მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.


You may also like the following events from Our Space ჩვენი სივრცე:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
ჩრდილების ცეკვა: მე და შენ, და ჩვენ, 27 December | AllEvents
ჩრდილების ცეკვა: მე და შენ, და ჩვენ
Sat, 27 Dec, 2025 at 12:00 pm