მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე, 28 December

მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე

Our Space ჩვენი სივრცე

Highlights

Sun, 28 Dec, 2025 at 12:00 pm

6 hours

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia

Advertisement

Date & Location

Sun, 28 Dec, 2025 at 12:00 pm to 06:00 pm (GET)

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi

Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე
“ტრანსფორმაციული წრის” მეოთხე შეხვედრა

ჩვენი გზა იქ იწყება, სადაც ჯერ სიტყვები არ გვქონია; იქ, სადაც მამის სიჩუმე, მისი გამოხედვა, მისი ნაბიჯების რიტმი, ან მათი არარსებობა შეუმჩნევლად ქმნიდა ჩვენს მიმართულებებს. და იმისდა მიუხედავდ, რომ შესაძლოა, არც კი გვახსოვდეს ჩვენი ცხოვრების გარიჟრაჟზე მომხდარი ამბები, თანდათან ვხვდებით, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ძველი ხმა გვიძახის.
ხმა, რომელიც არც გვიბიძგებს და არც გვაშინებს, უბრალოდ ჟღერს და თავს გვახსენებს;
ხმა, რომელიც მამისგან მოდის ხან პირდაპირ, ხან ფესვებიდან და ხანაც წინაპართა ხაზის სიღრმეებიდან.

გეპატიჟებით სივრცეში, სადაც მოძებნით გზას ამ ხმამდე მისასვლელად. ფრთხილად და ნაზად შევეხებით იმ ადგილებს, სადაც ხმა გამქრალია, სითბო მონატრებულია და ბილიკი ბარდებში ჩაკარგულა; სივრცეში, სადაც არის მოძრაობის შესაძლებლობა და შეგიძლიათ შეჩერდეთ, შეიგრძნოთ და დაინახოთ, თუ როგორ

• მოქმედებს მამის ენერგია ჩვენს ნაბიჯებზე, არჩევანებზე, სიძლიერესა და სუსტ წერტილებზე;
• დგება მამა ჩვენს გვერდით, ან რას ითხოვს, რომ საბოლოოდ თავის ადგილზე დაბრუნდეს;
• გვეხმარება ეს კავშირი, რომ ჩვენი ცხოვრების გზა უფრო თავისუფლად, მშვიდად და ძალით აღსავსემ გავიაროთ.

ეს დღე შენთვისაა, თუ გსურს

• მოუსმინო მამის ხმას არა მხოლოდ ყურით, არამედ მთელი სხეულით;
• დაინახო, როგორ მოქმედებს მამის ფიგურა შენს ცხოვრებისეულ გზაზე;
• დაინახო მისი ადგილი საგვარეულო წრესა და შენს შინაგან გზაზე;
• შეიგრძნო მამობრივი საყრდენი — რეალური თუ შინაგანი;
• აღადგინო ის კავშირი, რომელიც დაიკარგა, გაწყდა ან უბრალოდ არასოდეს ყოფილა ბოლომდე ნათელი;
• გააღვიძო მამის ხაზიდან მიღებული ძალა შენში.

და შედეგად

• იგრძნო, რომ უფრო მყარად და უსაფრთხოდ ადგახარ საკუთარი ცხოვრების გზას;
• აღმოაჩინო, თუ როგორ გატარებს ამ გზაზე მამის უხმო საყრდენილ
• აღიდგინო, გაამყარო ანდა დაამყარო კავშირი მამასთან -- ფიზიკურთან, არქეტიპულთან თუ წინაპრებთან.

ეს არ არის მხოლოდ ვორქშოფი —
ეს არის გადასვლა, აღდგენა, გამოღვიძება.
ეს არის წინაპრების მოძრაობის დაბრუნება შენს ცხოვრებაში.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/dGmYmNz1Q7UjgU1Z6
ნებისმიერი კითხვით მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.


You may also like the following events from Our Space ჩვენი სივრცე:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე, 28 December
მე და მამა: ხმა ჩემი ცხოვრების გზაზე
Sun, 28 Dec, 2025 at 12:00 pm