ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე, 21 August

ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე

ფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა

Highlights

Thu, 21 Aug, 2025 at 06:00 am

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia

Advertisement

Date & Location

Thu, 21 Aug, 2025 at 06:00 am (GET)

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე
ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე

21,22,23,24 აგვისტო სვანეთში

� სვანეთი ლეგენდების მხარეა. ყოველი აქ გატარებული დღე იმდენად დიდი დღესასწაულია, დამსვენებელს ძილის სურვილს დაუკარგავს.

� ამიტომ წამოსვლამდე კარგად გამოიძინეთ, უთენია, 06:00-ზე ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძესთან ერთად ჩვენი ქვეყნის მარგალიტის-სვანეთის სანახავად მივდივართ.

ზუგდიდამდე გამოძინებასაც მოასწრებთ. დადიანების სასახლესთან შევისვენებთ, ქართული პეწი აქ უნდა ვნახოთ. ნამდვილი მეგრული ელარჯი მკლავის სიგრძეზე გავწელოთ და ცხარე, ცხარე საჭმელი დავაგემოვნოთ.

მერე კი ისევ გზა. აქედან კი ძილი დიდი დანაშაულია რადგან სულის მოთქმა გზას კი არა ემოციებს სჭირდება. აი, სწორედ ახლა იწყება თავგადასავალი,ჩვენ სვანეთის მიწაზეშევდგით ფეხი და სალომე ჭანტურიძესთან ერთად,თქვენ სულ სხვა სვანეთში -ქალღმერთ დალის სამყაროში იმოგზაურებთ.

უშბის წვერიდან მომავალი სიოს ჩასუნთქვა ინჰალაციის ყველაზე ძველი მეთოდია. თქვენ მას უსასყიდლოდ მიიღებთ.

მესტიაში ადრეულ საღამოს, ახალი ენერგიით სავსენი მშვიდად მოვისვენებთ და რაკი აგვისტო ამინდების მხრივ, ყველაზე კეთილგანწყობილია საღამოს გასეირნებაც გამოგვივა.

მეორე დღე უშგულისაა. უშგული მხოლოდ სვანეთის კი არა, საქართველოს სადედოფლო გვირგვინია.

უშგულამდე გზა 45 კილომეტრია, მაგრამ აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაცაა სანახავი, ამიტომ გზის გავლას რამდენიმე საათს მოვანდომებთ.

წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მონახულება ნებაყოფლობითია, სიყვარულის კოშკთან ფოტოს გადაღება კი - აუცილებელი.

ჩაჟაშის გამოჩენისას, თუ სუნთქვის უკმარისობა იგრძენით, ზღვის დონიდან 2200 მეტრს ნუ დააბრალებთ, უშგულმა ასე იცის. პულსის შემოწმებასაც ნუ იჩქარებთ, დრო ცოტაა, ლამარიას ნახვა და ფოტოების გადაღება უნდა მოვასწროთ. ასეთი ფერის სვანეთი ბევრს უნახავს, გგონიათ?

� ადგილობრივი კუბდარი სულ სხვაა. ალალი და კიდევ უფრო გემრიელი, ვიდრე აქამდე გაგისინჯავთ.
რა დაგღლით ცხრათავიანი შხარას ცქერით, მაგრამ სანახავი კიდევ ბევრი გვაქვს და მესტიაში დავბრუნდებით.

მესამე დღე ისეთი იშვიათი ტაძრები უნდა გაჩვენოთ, ყველა მოგზაურობაში რომ ვერ ნახავთ. იცოდით, რომ საქართველოში სეფისკვერის ფორმის ტაძარი გვაქვს?
ჩვენი მეგზური ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძეა, მოგზაურობის ოთხივე დღე და გზა თქვენ ქართული ხელოვნების ისტორიის ლექციებს მოისმენთ. მსგავსი გამოცდილება განუმეორებელია, ამიტომ თუ გცალიათ და ამ ტურს მაინც გამოტოვებთ, ეს ამბავი აღსარებაში მოინანიეთ!


სანახავი ადგილების სია:
1. ორსართულიანი, კრიპტიანი ლაღამის ეკლესია
2. „კლდის ვეფხვის“ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.
3. სიყვარულის კოშკი
4. უშგული
5. ჩაჟაში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩვიბიანი და ლამჯური
6. ლაგურკა
7. წმინდა ბარბარეს
8. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
9. მაცხვარიშის ეკლესია
10. დადიანების სასახლე
11. ჰაწვალი
12. მესტიის ლუდის დაგემოვნება
13 ქორულდის ტბები (ჯგუფთან შეთანხმების შემდეგ)

ტურის საფასურია 480 ლარი

საფასურში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
შიდა მოგზაურობა დელიკით უშგულში
განთავსება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში საუზმით; (1 ადგილი ორადგილიან ნომერში)
საუზმე 2 ჯერ
ლუდი ფართი

საფასურში არ შედის:

სადილი, ვახშამი
მუზეუმის ბილეთები
ერთ ადგილიან ნომერში განთავსება (ემატება 225 ლარი)
ჰაწვალის საბაგირო გზით სარგებლობა
სუვენირების შეძენა
მასაჟი
დამატებით 2-3 დღე დარჩენა
სამარშრუტო ტაქსიში მძღოლის გვერდით ან მძღოლის ადგილას ჯდომა

ადგილების დარჩენილი რაოდენობა 5


You may also like the following events from ფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Advertisement
ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე, 21 August
ქალღმერთ დალიდან მეფის მხატვარ თევდორემდე
Thu, 21 Aug, 2025 at 06:00 am