📣 გიორგი ნიკოლაძის სახელობის თსუ ალპური კლუბი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის გეგმავს ალპინიადას ხდეს ხეობაში, რომელიც ჩატარდება 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით. 🏔️
🔶 სტუდენტი ალპინისტები ავლენ მწვერვალ ყუროზე. დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობა: როგორიცაა ტრენინგი სამთო აღჭურვილობის შესახებ, პირველადი დახმარების ტრენინგი საველე პირობებში, ცოცვა და სხვა ფიზიკური აქტივობა.🏕️
🔶 ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს. მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს 6 აგვისტოს უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
👉🏻 ფორმა 20 (ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ)
👉🏻 ცნობა დავალიანების არქონის შესახებ
👉🏻 პირადობის ასლი ორივე მხრიდან
👉🏻 საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები
🔶 პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რამდენიმე ეტაპი:
👉🏻 დარეგისტრირდეთ ქვევით მოცემულ ბმულზე
👉🏻 დაესწროთ შეხვედრას
👉🏻 გაიაროთ სატესტო ბილიკი ჩვენთან ერთად
მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:👇🏻
https://shorturl.at/HOUGt
🔶 ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების საყურადღებოდ! სასურველია იქონიოთ თქვენი პირადი აღჭურვილობა: საძილე ტომარა, პარალონი(ძირსაგები), კარავი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ჩაფხუტი, დაცვის ქამარი, სალაშქრო ჯოხები, წერაყინი, მზის სათვალე.
თსუ ალპური კლუბი გისურვებთ წარმატებებს! <3