1-ელ ნოემბერს, შაბათს, 17:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ტრანფორმაციული სუნთქვის სესიაზე, რომელსაც გაუძღვება ნინი ელიაშვილი.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
დასწრების ღირებულებაა: 100 ლარი.
რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების სრულად გადახდას.
სესია მიზნად ისახავს სხეულის ღრმა რელაქსაციასა და ბლოკებისგან გათავისუფლებას.
პრაქტიკა განკუთვნილია მათთვის, ვინც გრძნობს დაღლილობას, განიცდის სტრესსა და უენერგიობას ჩაკეტილი ემოციებისგან. ტრანსფორმაციული სუნთქვის სესია შესაძლებლობას გაძლევთ, დაუბრუნდეთ საკუთარ სუნთქვას, სხეულსა და შინაგან სიმშვიდეს.
სუნთქვითი თერაპია სიღრმისეული თვითშემეცნების, ემოციური გათავისუფლებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის გზაა.
რა არის Conscious Connected Breathing?
Conscious Connected Breathing (ცნობიერი დაკავშირებული სუნთქვა) არის სუნთქვის ტექნიკა, რომელიც იყენებს უწყვეტ სუნთქვას, რათა გააქტიუროს სხეულის გათავისუფლების, განკურნებისა და ენერგიის დაბალანსების ბუნებრივი უნარი.
ნინი ელიაშვილი სუნთქვასთან ერთად იყენებს FBR- Facilitated Breath Repatterning მეთოდს, რომელიც გულისხმობს პროცესში სხეულზე მუშაობას (bodywork) და ნერვული სისტემის მხარდაჭერას. ამ დროს ხდება ენერგეტიკული ველის აღდგენა, სუნთქვის მექანიკის გაუმჯობესება, რათა სუნთქვა გახდეს უფრო ბუნებრივი, ღრმა და თავისუფალი.
🌱 რაში გვეხმარება სუნთქვის თერაპია?
🔹 სტრესისა და დაძაბულობის შემცირებაში;
🔹 ემოციურ გათავისუფლებაში დამუხტული, ჩახშობილი ემოციების გამოშვების გზით;
🔹 სხეულთან და გრძნობებთან ღრმა კავშირის აღდგენაში.;
🔹 შიშების, ბრაზისა ან სევდის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში გადამუშავებაში;
🔹 შინაგანი სიმშვიდისა და ენერგიის აღდგენაში;
🔹 გონების გახსნაში ახალი შეგრძნებებისა და ცნობიერების დონეებისთვის;
რა უნდა გაითვალისწინოთ სესიამდე?
🔹 გთხოვთ, მოხვიდეთ 10 წუთით ადრე, რომ დროულად დავიწყოთ სესია;
🔹 სესიამდე 2 საათით ადრე არ მიიღოთ საკვები და ყავა;
🔹 თან იქონიონ თვალზე ასახვევი;
სუნთქვის სესია არაა რეკომენდებული:
ორსულობის, ეპილეფსიის, ბოლოდროინდელი ქირურგიული ჩარევისა და შიზოფრენიის შემთხვევების დროს.
🔸 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
🔸ან დაგვირეკეთ:
📞 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 👇
▪ საირმის 71 🌿 გოძიაშვილის პარკში🐿
You may also like the following events from Lumos • ლუმოს: