დედები თავისუფლებისთვის!, 2 November | Event in Tbilisi | AllEvents

დედები თავისუფლებისთვის!

Herstory

Highlights

Sun, 02 Nov, 2025 at 07:00 pm

ფილარმონია

Advertisement

Date & Location

Sun, 02 Nov, 2025 at 07:00 pm (GET)

ფილარმონია

Biblus - ბიბლუსი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

დედები თავისუფლებისთვის!
ჩვენი შვილები და მათი მომავალი საფრთხეშია.
2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობას გავმართავთ დედები - სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის.

დღეს, როცა საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ბავშვებს საკვების ძებნა ნაგვის ურნებში უწევთ, ქვეყნის არა-ლეგიტიმური ხელისუფლება ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავს.
ბავშვები საბავშვო პარკებსა და ჭებში იღუპებიან უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გამო.

ინიცირებულია განათლების “რეფორმა”, რომელიც ზრდის სახელმწიფო კონტროლს სკოლებსა და უნივერსიტეტებზე და ზღუდავს ახალგაზრდების აკადემიურ თავისუფლებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებს.

ბაზარი სავსეა უხარისხო პროდუქტებით, ხოლო ხილ-ბოსტნეული ხშირად პესტიციდებით გაჯერებულია - სათანადო კონტროლის გარეშე.

დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს.
ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ხოლო კორუფცია სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებშიც ღრმად არის გამჯდარი.

სისტემის წინააღმდეგ მებრძოლ დედებს აპატიმრებენ.

სოლიდარობა დედებს, ვინც სისტემამ დაატყვევა. სოლიდარობა დედებს, რომელთა შვილებიც პოლიტიკური პატიმრები არიან.

გამოდი შვილებისთვის - მათი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მომავალისთვის!
ქვეყანა ევროპულ გზაზე უნდა დავაბრუნოთ!

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

ფილარმონია, Biblus - ბიბლუსი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you

Host Details

Herstory

Herstory

Are you the host? Claim Event

Advertisement
დედები თავისუფლებისთვის!, 2 November | Event in Tbilisi | AllEvents
დედები თავისუფლებისთვის!
Sun, 02 Nov, 2025 at 07:00 pm