დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება. როგორია გზა თავისუფლებისკენ / ლექციათა ციკლი.

დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება. როგორია გზა თავისუფლებისკენ / ლექციათა ციკლი.

Sphero-სფერო

Highlights

Mon, 03 Nov, 2025 at 08:00 pm

გიორგი მაზნიაშვილის 35

Advertisement

Date & Location

Mon, 03 Nov, 2025 at 08:00 pm (GET)

გიორგი მაზნიაშვილის 35

გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა 35, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება. როგორია გზა თავისუფლებისკენ / ლექციათა ციკლი.
დამოკიდებულება — დაავადება, რომელიც საქართველოში თითქმის ყველა ოჯახშია გავრცელებული და ანგრევს არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ მთელ ოჯახს, რომლებიც
ნელ-ნელა ხდებიან თანადამოკიდებულნი.

💫დამოკიდებულება ყოველთვის არ ნიშნავს ნარკოტიკს ან ალკოჰოლს.
👉🏼ის შეიძლება იყოს აზარტული თამაშები, შოპინგი, ტოქსიკური ურთიერთობები, ადამიანებზე მიჯაჭვულობა და ა.შ.

✨თანადამოკიდებული ადამიანი ცდილობს საყვარელი ადამიანის გადარჩენას, კონტროლს და გამოსწორებას, რაც ხშირად გადასდის ჰიპერმზრუნველობაში, რომელშიც ადამიანი ნელ-ნელა კარგავს საკუთარ თავს და ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით.

👉🏼ეს მხოლოდ ქცევა არ არის — ეს დაავადებაა, რომლის პირველი ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ არის აღიარება.

🔸სფეროსა და ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი 180 გრადუსის კოლაბორაციით შევქმენით ლექციათა ციკლი, რომელიც თანადამოკიდებულ ადამიანს დაეხმარება:

✔️გაიგოს, რა არის დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება.
✔️როგორ დაეხმაროს დამოკიდებულ ადამიანს ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი ცხოვრება.
✔️გაიგოს თუ რა გზები და პრაქტიკული ინსტრუმენტები არსებობს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.
✔️დააწესოს პირადი საზღვრები ურთიერთობებში და თქვას უარი დანაშაულის გრძნობის გარეშე.
✔️საკუთარ და სხვის ცხოვრებაზე კონტროლის გაშვებაში და გათავისუფლებაში.

ეს 4 კვირიანი ლექციათა ციკლი არის გზა აღდგენისკენ, ცნობიერების გაღრმავებისა და შინაგანი თავისუფლებისკენ.

► პირველი კვირა - დამოკიდებულების თანადამოკიდებულების ფსიქოემოციური ანატომია - ვახო

- რა არის ზოგადად დამოკიდებულება/თანადამოკიდებულება და რა დგას ნებისმიერი სახის მოხმარების უკან — იქნება ეს ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თამაში, საკვები თუ ურთიერთობები.

- ვისაუბრებთ, როგორ ეძებს ადამიანი შვებას მოხმარებაში იმ ტკივილისგან, რომელიც შიგნითაა.

- მონაწილეები მიიღებენ მეცნიერულ ფაქტებსა და კვლევებს – მაგალითად: დამოკიდებულება დაავადებად არის აღიარებული (WHO, DSM-5).

► მეორე კვირა - გამოჯანმრთელების გზა და ფსიქოლოგიური სტრუქტურა - გიორგი

- გავშლით იმ გზას, რომელსაც გადის დამოკიდებული/თანადამოკიდებული ადამიანი მძიმე ემოციური მდგომარეობიდან გამოღვიძებამდე, როგორიცაა: აღიარება, საკუთარი თავის შეცნობა და განთავისუფლება.

- ვისაუბრებთ დამოკიდებულების/თანადამოკიდებულების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე: შინაგანი სიცარიელე; კონტროლის მოთხოვნილება; მსხვერპლის/მოძალადის/გადამრჩენელის პოზიცია.

► მესამე კვირა - ინსტრუმენტები და მოქმედება: გზა თავისუფლებისკენ - ავთო

- რა გზები და ინსტრუმენტები არსებობს დამოკიდებულებასთან/თანადამოკიდებულებასთან გასამკლავებლად, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი. ავთო გაგვიზიარებას საკუთარ გზას ლუდომანიიდან - თამაშდამოკიდებულებიდან - გამოჯანმრთელებამდე.

► მეოთხე კვირა - კავშირის ძალა: გაზიარება, მხარდაჭერა, თანაგრძნობა - თამთა

- მეგობრული ქსელების შექმნა მონაწილეებს შორის და ინტერაქცია.
- შევქნით უსაფრთხო სივრცეს, მოვუსმენთ და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს.
- სურვილის შემთხვევაში, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, რომ გააზიარონ საკუთარი ისტორია, შეგრძნებები და/ან გამცოდილება.

💌 დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან ნახეთ მითითებული ბმული.
https://shorturl.at/f0MbZ

👉🏼ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

გიორგი მაზნიაშვილის 35, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა 35, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you

Host Details

Sphero-სფერო

Sphero-სფერო

Are you the host? Claim Event

Advertisement
დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება. როგორია გზა თავისუფლებისკენ / ლექციათა ციკლი.
დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება. როგორია გზა თავისუფლებისკენ / ლექციათა ციკლი.
Mon, 03 Nov, 2025 at 08:00 pm