,,მიდი, შეცვალე სამყარო!"
ორშაბათი,21 ივლისი,19:00.
ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე შექმნილი სამოყვარულო თეატრალური დასებისა და ემიგრაციაში მცხოვრები მოყვარული მსახიობების გაერთიანების იდეის ავტორმა -
თიკა სვანიძე-ვენკომ 2019 წელს დააფუძნა პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი ,,დაბრუნება", რომელშიც გააერთიანა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისტორიული ჰერეთის,
ფერეიდანის ქართველები და თურქეთში მცხოვრები ,,ჩვენებურები", ასევე საქართველოს, კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოქალაქეები.
„შეუძლებელია ემიგრაციაში ცხოვრობდე და არ ფიქრობდე დაბრუნებაზე,დაბრუნებაზე ბავშვობაში, სახლში, სამშობლოში,ხოლო ყველაზე მეტად კი,ფიქრობდე და რეალურად ცდილობდე სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლაზე და ამიტომ ხშირად ვიმეორებ ჩემს საყვარელ ფრაზებს -,,მიდი,შეცვალე სამყარო" (თიკა სვანიძე-ვენკო)
აღსანიშნავია,რომ სწორედ თიკა სვანიძე-ვენკოს ეს ფრაზები - ,,მიდი,შეცვალე სამყარო" გახდა ინსიპრაციის წყარო რეჟისორ მიშა რატიანისთვის
,,თუ ძალიან, ძალიან გულით გინდა, აუცილებლად შეცვლი სამყაროს სასიკეთოდ! - ოღონდ ამ მონდომებას თან ბავშვური გულწრფელობა, ნამდვილი სიყვარული და ჯიუტი რწმენა სჭირდება! - ეს კი სულაც არ არის ადვილი,მაგრამ ერთ-ერთ ქართულ სოფელში, სხვადასხვა ქვეყნიდან, საზაფხულო არდადეგებზე ჩამოსული ქართველი ემიგრანტი ბავშვების დიდი ჯგუფი, ამ სასწაულის მოწმე ხდება..." (მიშა რატიანი).
პიესა სპეციალურად დაიწერა დიასპორული თეატრის „დაბრუნება“ და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის, რომელთა ღირსეული დაბრუნება სამშობლოში ჰაერივით ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას.
პიესა -,,მიდი,შეცვალე სამყარო!"
პროექტის ,,ქართული კალიგრაფიისა და თეატრის პირველი საერთაშორისო ფესტივლი" ავტორი და ხელმძღვანელი - თიკა სვანიძე-ვენკო
პიესის ავტორი და რეჟისორი - მიშა რატიანი
თეატრმცოდნეობის პედაგოგი-
ნიკოლოზ წულუკიძე
ტექნიკური რეჟისორი - მაკა მიდოდაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი - სოფო ხელაშვილი
რეჟისორის ასისტენტი-
ნინო გოგოხია
მეტყველების პედაგოგები-
თიკო კობალაძე და ნანა შარიქაძე
🔗ბილეთის შესაძენად გადადით ბმულზე:
http://tkt.ge/GoChangetheWorld