სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. აკრძალულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ფეხით გასავლელი მანძილი(დაახლოებით) და რელიეფი:
• დღე I: 8 კმ. ტყე, ალპური ბილიკი, მაღალი ბალახი, მდინარის გადალახვა. მკვეთრი აღმართი 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. ბანაკი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
• დღე II: 3-5 კმ. ალპური ზონა. მკვეთრი აღმართი 450 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით და იგივე დაღმართი უკან. ბანაკი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
• დღე III: 8 კმ. ალპური ბილიკი, მაღალი ბალახები, მდინარის გადალახვა, ტყე. მკვეთრი დაღმართი 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 1750მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 2870მ;
• მინიმალური ზიმაღლე 1684მ;
• სასრული სიმაღლე 1750მ.
ტურის საერთო სირთულე:
★★★★☆ - (რთული)
საშუალო სირთულის რელიეფი, მაღალი და გაუვალი ბალახები, მთის მდინარის გადალახვა, საშუალო სიმძიმის ბარგი, ერთი მკვეთრი აღმართი, საშუალო მანძილი.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• თბილი საძილე ტომარა;
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 3 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი გზაზე შევსების შესაძლებლობა იქნება;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• ფეხით სიარულის დაწყების წერტილამდე მისასვლელ სამანქანო გზაზე წინა დღეებში მეწყერის ჩამოწოლის ან წყალდიდობის შემთხვევაში გასვლა გაუქმდება;
ღამისთევა:
კარვებში.
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
11.07.2025
03:30
გასვლის დრო - 04:00. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
ღირსშესანიშნაობანი:
ჭუბერის თემის სოფლები:ლუხი და ლახამი;
მდ. ორმელეთის ხეობა;
დიდი ოქროწყლის ტბა;
ფასი:
275 ლარი
ფასში შედის:
• ტრანსპორტირება თბილისი-სვანეთი და უკან;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა - საძილე, საგებელი, კარავი;
• ტრანსპორტირება სატვირთო მანქანით ხეობის გზებზე;
ფასში არ შედის:
• კვება;
• თავზე ხელის გადასმა;
• ოქროები;
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 6 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა: