For English Please Scroll Down:
თეკლა ასლანიშვილი
„მთა ზღვას ელაპარაკება“
შაბათი, 28 ივნისი, 2025
16:00 – 19:00
მოხარულები ვართ მოგიწვიოთ თეკლა ასლანიშვილის „მთა ზღვას ელაპარაკება“- 2024 წ. ფილმის ჩვენებასა და წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც ხელოვანის და კინო რეჟისორის სოლო გამოფენას ახლდა ეინდჰოვენში, Onomatopee-ს საგამოფენო სივრცეში.
ჩვენებას და წიგნის პრეზენტაციას მოჰყვება საუბარი ხელოვანსა და კურატორს, სილვია ფრანჩესკინის შორის, ასევე ალექსანდრა აროშვილის, ეველინა გამბინოს და იფორ დუნქანის პრეზენტაციები.
ორ-არხიანი ექპერიმენტული ფილმი შავი ზღვის მთიანი რეგიონებიდან მოუყვება სამხრეთ კავკასიის მდინარეებს. ამ რეგიონში დეკადების მანძილზე განვითარებული სოციო-პოლიტიკური და ეკოლოგიური ცვლილებების კვალდაკვალ ფილმი აერთიანებს ჰიდრო ენერგო ინფრასტრუქტურების გარშემო არსებულ ფრაგმენტულ ისტორიებს, მითებს და მათ სპეკულაციურ მომავალს. ნარატივის კულმინაცია მდგომარეობს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ინიციატივაში - აშენდეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაყვანილობა, რომელიც რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს, აქცევს რა საქართველოს ენერგიის მსხვილ ჰაბად.
პუბლიკაცია ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც თარგმნის ფილმს ბეჭდურ მედიაში. ის პროექტის მეთოდოლოგიურ მიდგომას, უფრო ფართე გეოპოლიტიკურ კონტექსტში ხსნის. წიგნი მოიცავს ალექსანდა აროშვილის, ეველინა გამბინოს, იფორ დუნქანის და ტიმოთი მიტჩელის ნაშრომებს.
ხელოვანსა და კურატორს შორის საუბარს მოჰყვება პრეზენტაციები შემდეგი განრიგით:
1. წინასიტყვაობა - „თეკლა ასლანიშვილის ტოპოგრაფიული ამბები“ - სილვია ფრანჩესკინი
(ინგლისურ ენაზე)
სილვია ფრანჩესკინი კურატორი და მწერალია, რომელიც მუშაობს ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის დარგებში. იგი ბრუსელის ინსტიტუციის, CIVA-ს კურატორია და ეინდჰოვენში არსებული Onomatopee-ს ასოცირებული კურატორი. მან ბრუსელში თანა-დაარსა Celador - სივრცე ხელოვნებისა და წერისთვის. მანამდე კი მუშაობდა კურატორად ჰაზელტში (ბელგია), „Z33 - სახლი თანამედროვე ხელოვნებისთვის, დიზაინისთვის და არქიტექტურისთვის“. 2015 წ. ფრანჩესკინი იყო კურატორული ჯგუფის, „კიევის სკოლა — კიევის ბიენალე 2015“ წევრი. 2009 წლიდან იგი ჩართულია საგამოფენო და საჯარო პროგრამების ორგანიზებაში სხვადასხვა სახელოვნებო ინსტიტუციებში, როგორიცაა: სტამბულის SALT, მოსკოვის V–A–C ფონდი, მოსკოვის ახალგაზრდა ხელოვნების ბიენალე, პრაღის Futura - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი და პარიზის პომპიდუს ცენტრი.
2. „წყლის მოძრაობა, ჰიბრიდული ეკოსისტემები და ინფრასტრუქტურული ომი - სურათი, როგორც მეთოდი“ - ალექსანდრა აროშვილი
(ქართულ ენაზე)
რესურსებისთვის ბრძოლისა თუ სამხედრო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ომების ფონზე, კლიმატის კრიზისისა და მიმდინარე მწვანე ტრანზიციის კონტექსტში, საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ წარსულს და მომავალს ჰარუნ ფაროკის 1989 წლის შთამბეჭდავი ფილმის „Images of the World and the Inscription of War“ შუქზე ვკითხულობთ. ფილმის მთავარი მეთოდის - სურათის ტექნიკური ძალაუფლების - გამოყენებით, ტექსტი თეკლა ასლანიშვილის ფილმის „მთა ზღვას ელაპარაკება“ გადაღებების პროცესში ავტორის მიერ ნანახ და განცდილ სცენებს უძველეს თუ თანამედროვე ისტორიულ სურათებთან და ძალადობრივ ლოგიკასთან აკავშირებს, ამავდროულად კი იმ ბუნებრივი და სოციალური ძალების ჯერ კიდევ შეუსწავლელ პოტენციალზე მიუთითებს, რაც თანამედროვე კაპიტალიზმის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსურობას ეხლება, როგორც ტალღები ბეტონის ჯებირს ფაროკის ფილმში.
ალექსანდრა აროშვილი დამოუკიდებელი მკვლევარი და პუბლიცისტია თბილისში, საქართველოში. მისი კვლევები ფოკუსირდება პოსტ-საბჭოთა ცვლილებებზე, სოციალურ პოლიტიკასა და პოლიტეკონომიაზე, არაფორმალურ და ატიპიურ შრომაზე, მიგრაციის, ექსტრაქტივიზმისა და ეკოლოგიის საკითხებზე. ალექსანდრამ დააფუძნა არაერთი სოციალური მოძრაობა და კოლექტივი, წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა ბეჭდური და ონლაინ გამოცემების მუდმივი მოწვეული ავტორი. მუშაობდა მშრომელებთან და პროფკავშირებთან, აკრიტიკებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელს და ადვოკატირებდა საქართველოს ალტერნატიულ საპენსიო მოდელს. 2020 წლიდან ის აქტიურად ჩართულია პერიფერიულ სოციალურ და გარემოსდაცვით ბრძოლებში, როგორც კოლექტივის „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ წევრი. მისი მიმდინარე კვლევითი ინტერესებია ჰიდროენერგეტიკა და ინფრასტრუქტურული კოლონიალურობა. 2025 წლიდან, ის ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია.
3. „მდინარეები მთებს ფორმას აძლევენ - მთები მდინარეებად იქცევიან“ (Rivers Shape Mountains — Mountains Become Rivers) - იფორ დუნქანი.
(ინგლისურ ენაზე).
მეგა მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურის კონტექსტში მდინარეებსა და მთებს შორის დინამიურ ურთიერთობაზე დაკვირვება გვთავაზობს შესაძლებლობას რომ შეფერხდეს მნიდარეების პოტენციური ენერგიის ბატარეებად ტრანსფორმირება. როდესაც მთასა და მდინარეს შორის მუდმივი ინტერაქციის შედეგად წარმოქნილი ნალექი და ალუვიური ნიადაგი ხდება შეკავებული ბეტონის ექსპანსიური კედლების მიერ, მაშინ მიწა, ეკოლოგიები და ეკონომიკები იწყებენ კოლაფსს. თეკლა ასლანიშვილის ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი მაფიქრებს, თუ როგორ წარმოქმნის ნაპრალებს ნალექის აკუმულირება, რომელსაც ჰიდროელექტროსადგური გამოჰყოფს მდინარესა და თემზე, ფიზიკურ და სოციალურ ქსოვილში.
4. „მეგობრობის ინფრასტრუქტურები“ (Infrastructures of Friendship) - ეველინა გამბინო.
(ინგლისურ ენაზე)
კვლევა შეიძლება იყოს დამაფრთხობელი, მითუმეტეს, თუკი ის ისეთ საკითხს ეხება რომელიც ერთისმხრივ ზოგადი, ამავდროულად კი ძალიან პირადია, ეხება რა ის ადამიანების ყოველდღიურობას ცვალებად დროებაში. პუბლიკაციისთვის ჩემს მოკლე კონტრიბუციაში, ყურადღებას ვამახვილებ მეგობრობასა და კვლევას შორის იმ კავშირებზე რომელიც ჩემს და თეკლას თანამშრომლობაში გამოიკვეთა. ერთი პროექტიდან მეორეზე მუშოაბისას, ამბების ძიების პროცესი არ ყოფილა ცალხაზოვანი, არამედ, უმეტესად კონფრონტაციაში შედიოდა განგაშის, მარცხისა და მისი შედეგის დაუსრულებელ ციკლებთან, რომლებიც შეადგენდა იმ ინფრასტრუქტურების ცხოვრებას, რომლებსაც ვაკვირდებოდით. ჩვენი ფოკუსი იყო დავრჩენილიყავით იმ პრობლემებთან, რომელსაც გზადაგზა ვაწყდებოდით. მაგრამ, თუკი საბოლოოდ რამემ განაპირობა ჩვენი მუშაობის გაგრძელება ერთი ინფრასტრუქტურიდან მეორეზე, ეს ალბათ რაღაც უფრო მარტივია: მეგობრობის უბრალო სიამოვნება, რომელიც განვითარდა ერთად ახლის შემეცნებისა და ახალი ცოდნის წარმოებისას.
ეველინა გამბინო არის მარგარეტ თაილერის კვლევის სტიპენდიანტი გეოგრაფიაში გიტრონის კოლეჯში, ქემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი. მისი კვლევა ეფუძნება გლობალური ლოჯისტიკის ანალიზს. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურების კავშირების ეთნოგრაფიული დაკვირვების მეშვეობით, ეველინას კვლევა იმ გზებს ასახავს, რომლებიც პლანეტრაული მასშტაბის პროექტებს, როგორებიცაა „the Belt და Road Initiative“, ითარგმნება ლოკალურ კონტექსტებში. კაპიტალიზმის ფემინისტურ კრიტიკასთან დიალოგში, მისი ანალიზი ხაზს უსვამს შრომის სხვადასხვა ფორმას, რომელსაც ეს თარგმანი მოიცავს. ეველინას შრომები გამოქვეყნებული ყოფილა აკადემიურ სივრცეში და მის მიღმა. იგი ამ მომენტისტვის ასრულებს მონოგრაფიას, რომელიც ფემინისტური, მატერიალისტური მიდგომით ამხელს ინფრასტრუქტურულ მარცხს.
-
Tekla Aslanishvili
The Mountain Speaks to the Sea
Saturday, June 28th, 2025
16:00 – 19:00
We are pleased to invite you to the film screening of The Mountain Speaks to the Sea, 2024 and a book launch of the the accompanying publication released alongside Aslanishvili’s solo exhibition at Onomatopee.
The screening and launch will be followed by a conversation between artist and filmmaker Tekla Aslanishvili and curator Silvia Franceschini, as well, as presentations by: Alexandra Aroshvili, Evelina Gambino and Ifor Duncan.
Positioned between an artist’s book and a reader, the publication experiments with ways of translating film into printed matter and situates the project's methodological approach within a broader geopolitical context. It features contributions by Alexandra Aroshvili, Ifor Duncan, Evelina Gambino, and Timothy Mitchell.
The film is a two-channel experimental documentary following the rivers of the South Caucasus from the mountains to the Black Sea. Navigating fragmented histories, myths and speculative futures around hydro energy infrastructures, it traces decades of socio-political and ecological change in the region. The narrative culminates in the EU-Georgia initiative to build the world's longest submarine cable aimed at reducing dependence on Russian fossil fuels and positioning Georgia as a major energy hub.
The talk follows a screening and offers insights into Aslanishvili’s inquiry into infrastructure, grounded in moving image and interdisciplinary collaboration.
1. Introduction - Tekla Aslanishvili’s Topographic Tales
Silvia Franceschini
Silvia Franceschini is a curator and writer working across the fields of visual arts, design, and architecture. She is the Curator of Contemporary at CIVA in Brussels, Associate Curator at Onomatopee in Eindhoven and co-founder of Celador, a space for art and writing in Brussels. Previously, she served as a Curator at Z33 — House for Contemporary Art, Design and Architecture in Hasselt, Belgium. Franceschini was a member of the curatorial team of The School of Kyiv — Kyiv Biennial 2015. Since 2009, she has been involved in the organization of exhibitions and public programs at various international institutions, including SALT, Istanbul; V–A–C Foundation, Moscow; the Moscow Biennale for Young Art; Futura — Center for Contemporary Art, Prague; and the Centre Pompidou, Paris.
2. Water Movement, Hybrid Ecosystems, and Infrastructural War - The Image as a Method
Alexandra Aroshvili
In the context of battles over resources and military, logistical, energy-related, and infrastructural wars - alongside the climate crisis and the ongoing green transition -we read the hydroelectric past and future of Georgia through Harun Farocki remarkable 1989 film Images of the World and the Inscription of War. Using the film's central method - the technical power of the image - the text connects scenes theauthor saw and experienced during the filming of Tekla Aslanishvili’s The MountainSpeaks to the Sea with both ancient and modern historical images and extractive logics, while also revealing the still-unstudied potential of natural and social forces,which erupt and collide with the complexities of military and industrial modern capitalism—just like waves crashing against the concrete barrier in Farocki’s film.
3. Rivers Shape Mountains — Mountains Become Rivers
Ifor Duncan
In the context of mega-scale hydropower, paying attention to the dynamic relationship between rivers and mountains offers the opportunity to disrupt the transformation of rivers into batteries of potential energy. When Sediment and alluvia, resulting from the continual interaction between river and mountain, are held back by expansive walls of concrete and earth, ecologies and economies begin to collapse both up and downstream. Sparked by Tekla Aslanishvili's experimental documentary The Mountain Speaks to the Sea (2024), I think about how the accumulation of sediments produces fissures in the physical and social grip hydropower exerts on rivers and communities.
4. Infrastructures of Friendship
Evelina Gambino
Research can be intimidating. Especially if what one researches is something simultaneously so broad and so intimate as people’s everyday lives in times of change. In my short contribution for the book, I reflect on the entanglements between friendship and research that have made up my collaboration with Tekla. From one project to the other, the stories we have sought to assemble are not smooth, instead they confront the seemingly endless cycles of emergence, failure and aftermath that organise the lives of the infrastructures we have been observing. We have focused our efforts towards staying with the troubles we have encountered along our way. But if we have kept working with one another from one infrastructure to the next is probably due to something simpler: the sheer pleasure of a friendship spawned through learning and producing knowledge together.
Evelina Gambino is the Margaret Tyler Research Fellow in Geography at Girton College, University of Cambridge. Her research is concerned with a situated analysis of global logistics. Through ethnographic work around connectivity infrastructures in Georgia and the South Caucasus, Evelina’s research maps the ways in which planetary projects of circulation, such as the Belt and Road Initiative, are translated into local contexts. In dialogue with feminist critiques of capitalism, her analysis highlights the different kinds of work that this translation entails. Evelina’s work has been published within and beyond academia. She is currently completing a monograph that proposes a feminist, materialist approach to the study of infrastructural failure.
Also check out other Arts events in Tbilisi, Entertainment events in Tbilisi, Exhibitions in Tbilisi.