სამეგრელოს ორ დღიანი ტური:  ონიორე, ტობა, ინწრა, შურუბუმუ, გვალაშარა და ა.შ., 5 July

სამეგრელოს ორ დღიანი ტური: ონიორე, ტობა, ინწრა, შურუბუმუ, გვალაშარა და ა.შ.

საქართველოს ბილიკებზე

Highlights

Sat, 05 Jul, 2025 at 02:00 am

საქართველოს ბილიკებზე

Advertisement

Date & Location

Sat, 05 Jul, 2025 at 02:00 am - Sun, 06 Jul, 2025 at 07:30 pm (GET)

საქართველოს ბილიკებზე

Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

სამეგრელოს ორ დღიანი ტური: ონიორე, ტობა, ინწრა, შურუბუმუ, გვალაშარა და ა.შ.
,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ორ დღიან ტურს სამეგრელოში, სადაც მოვინახულებთ სამეგრელოს ყველაზე ლამაზ ჩანჩქერებს. 💙

✔ 5 - 6 ივლისი, შაბათი -კვირა.
ორი დღე / ერთი ღამე.

I დღე:
თბილისიდან გასვლა შაბათს დილას 5:00 საათზე.


1. ინწრას კანიონი
2. ინწრას ჩანჩქერი
3. ინწრას მეორე ჩანჩქერი
4. ინწრას მღვიმე
5. შურუბუმუს ტყე და მღვიმეები - ქართული ჯუნგლები. კანიონი მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერების კასკადებით.
7. გვალაშარას ჩანჩქერები - გვალაშარა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარჯვენა შენაკადი.
8. ლუგელა - უნიკალური სამკურნალო მინერალური წყალი.


👣 ფეხით სასიარულო:
✔ ინწრა - ჯამში 4,5 კმ. (წასვლა-წამოსვლა)
✔ შურუბუმუ - ჯამში 1 კმ. (წასვლა-წამოსვლა)
✔ გვალაშარა - ჯამში 2 კმ. (წასვლა-წამოსვლა)


🏠 ღამისთევა მარტვილში საოჯახო ტიპის სასტუმროში.
(25 - 30 ლარი).
ვისაც საკუთარი კარავი, საძილე ტომარა და პარალონი გაქვთ სასტუმროს თანხა არ დაგჭირდებათ და ღამეს გაათევთ თქვენს კარავში.


II დღე:
დილით ტურს ვიწყებთ 7:00 საათზე.

1. ტობის ჩანჩქერი - საქართველოში ყველაზე მაღალი, 234 მეტრი სიმაღლის, ტობის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც გადმოედინება არსენ ორჯონიკაშვილის (ტობა II) სახელობის მღვიმიდან
2. ონიორეს ჩანჩქერი - 67 მეტრი სიმაღლის. ონიორეს ბუნების ძეგლის კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას.
3. კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერი - მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერი
4. ბალდის კანიონი - ბუნების ძეგლი წარმადგენს მდინარე აბაშის მიერ ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, კირქვულ ქანებში გამომუშავებულ კანიონს. კანიონის სიგრძეა 1400 მ-ია, სიგანე 5-10 მ, ხოლო ჩაჭრის საღრმე 25-30 მ.
5. ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი - მე -17 ს. მდებარეობს მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, მოთენის, ისკიოდისა და ჯვრის მთების შესაყარში.


🍛ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ,,ვაკოს ქოხში", რომელიც მდებარეობს ტყეში, დავაგემოვნებთ ელარჯს.


👣 ფეხით სასიარულო:
✔ ონიორეს და ტობას ჩანჩქერებზე ჯამში 3კმ. (წასვლა-წამოსვლა), დანარჩენ გზას ავდივართ სამ ხიდიანი დიდი მანქანით.


✔ ტურის ღირებულება: 110 ლარი.

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა, შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ) როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.


ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა).
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)


ტურის ღირებულებაში არ შედის:
✔ ონიორესა და ტობას ჩანჩქერებზე სამ ხიდიანი მანქანით ასვლა - კაცზე 15 ლარი.
✔ საოჯახო სასტუმროში ღამისთევა - კაცზე 25 - 30 ლარი.
✔ ,,ვაკოს ქოხში" ელარჯის დაგემოვნება - 10 ლარი


⛺ ვისაც კარავი, საძილე და პარალონი გაქვთ შეგიძლიათ ღამისთევა კარავში. ამ შემთხვევაში სასტუმროს თანხას არ გადაიხდით.


🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.


ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

📞 555407650 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram: saqartvelosbilikebze



⚠️ გაითვალისწინეთ:
უხვი ნალექსი შემთხვევაში ტური გადაიდება.


⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 4:40 სთ-დან. გავდივართ 5:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).


⏰ მეორე დღეს თბილისში ჩამოსვლის დრო იქნება მიახლოებით 22:30 საათიდან 23:30 საათამდე.



რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ვისაც ჩანჩქერებზე ბანაობა სურს საცურაო კოსტუმები იქონიეთ.
2. საკვები (შესაძლებელია გზაშიც შევიძინოთ), იქონიეთ პირადი ჰიგიენის ნივთები (პირსახოცი, კბილის პასტა და ა.შ.).
3. პირადი აფთიაქი
4. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, კეპი
5. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️



🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.


⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.


🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
⚠️ როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.


p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤


You may also like the following events from საქართველოს ბილიკებზე:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Get updates and reminders
Advertisement
სამეგრელოს ორ დღიანი ტური:  ონიორე, ტობა, ინწრა, შურუბუმუ, გვალაშარა და ა.შ., 5 July
სამეგრელოს ორ დღიანი ტური: ონიორე, ტობა, ინწრა, შურუბუმუ, გვალაშარა და ა.შ.
Sat, 05 Jul, 2025 at 02:00 am