კვირას, 14 სექტემბერს, 12:00-ზე 2025/26 სეზონი გაიხსნება საავტორო ტურნირით — HESOYAM VI.
ტურნირი წარმოადგენს დიდი სლემის გათამაშების ერთ-ერთ ეტაპს და გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.
რეგისტრაცია დაიწყება 11:30-ზე.
კითხვების ავტორები (36 შეკითხვა): თორნიკე მესხი, გაბრიელ მრელაშვილი, ლიკა ხორავა, ნიკა აბრამიშვილი, მარიამ კერესელიძე.
აღმასრულებელი ტოპ რედაქტორი: მარიამ კერესელიძე
წამყვანი: თორნიკე მესხი
რეგისტრაციის ფორმა ივსება 12 სექტემბრის 23:59-მდე:
https://forms.gle/VBA4K9bnxXUzQbb4A
ტურნირში მონაწილეობის გუნდური შესატანია 72 ლარი.
გუნდებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 14 სექტემბრის ორივე საავტორო ტურნირში, ჯამური შესატანი იქნება 120 ლარი (60+60).
ანგარიშსწორება მოხდება ტურნირის დაწყების წინ ქეშით ან წინასწარ გადარიცხვით ანგარიშზე:
თიბისი: GE66TB0600000050467403
საქართველოს ბანკი: GE55BG0000000953775600