აღზრდა - ღვთისაგან მინდობილი კურთხევა, პასუხისმგებლობა და სულიერი საქმიანობა.
ნატუროპათი, ნუტრიციოლოგი, ჰერბალისტი და დედა — დიდ ბრიტანეთში მიღებული განათლებით, თავს ვალდებულად ვთვლი, გაგიზიაროთ სიღრმისეული და სამეცნიერო ცოდნა ბავშვთა ჯანმრთელობაზე. ეს არის ის ცოდნა, რომელსაც ხშირად ვერ გთავაზობენ პედიატრები და ტრადიციული სამედიცინო სისტემა.
ეს სემინარი არის მშობლებისთვის და მომავალი მშობლებისთვის, ვინც ეძებს სიღრმეს, სიმართლეს და ბუნებრივ გზას. ვისაც სჯერა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა იწყება ცოდნიდან და ამისთვის ღმერთმა ყველაფერი მოგვცა.
ვისაუბრებთ თემებზე:
- როგორ აღვზარდოთ ჯანმრთელი ბავშვები
- ავადმყოფობის ბუნებრივი მართვა
- მცენარეების რეალური ძალა
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება) — სიმართლის დაბრუნება
- ვაქცინების უსაფრთხოება: კითხვები, რომლებსაც პედიატრი ვერ გიპასუხებთ
- ბავშვის ფსიქოლოგია: როგორ ვქმნით შინაგან ბალანსს ოჯახში და მამის როლი
- წინაპართა გამოცდილება vs თანამედროვე მედიცინის კომერციული რეალობა
- კვება
ყველაფერი — რეალურ კვლევებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ეს არ არის მოდა, ეს არის დაბრუნება იმ ცოდნასთან, რაც დაგვრჩა სისხლსა და ინსტინქტში.
- მე არ გეუბნებით, რას არ უნდა აკეთებდეთ, გაჩვენებთ გზას, რომელიც დაგეხმარებათ თავად მიხვდეთ.