⚠️ უამინდობის გამო, 16 ივლისს მოგვიწია კინოჩვენების შეწყვეტა. ღონისძიება განმეორებით ჩატარდება 25 ივლისს, 21:00 საათზე. "ცისფერი ანგელოზის" ჩვენება კი 30 ივლისს გაიმართება.
პანდორას ყუთი/Die Büchse der Pandora (1929), მუსიკალური გაფორმება: ნინო ჟვანია
ზაფხულის კინოჩვენებები მუსიკის თანხლებით 🎬
25 ივლისი | 21:00 საათზე
📍 საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ეზო
დასწრება თავისუფალია.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ კინოპროგრამას ღია ცის ქვეშ, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამი გამორჩეული ფილმი ვაიმარის რესპუბლიკის გვიანდელი პერიოდის კინემატოგრაფიიდან.
„პანდორას ყუთის“ გეორგ ვილჰელმ პაბსტისეული ეკრანიზაცია (1929) ამ პერიოდის ერთ-ერთი შთამბეჭდავი კინონამუშევარია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუიზ ბრუქსის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ლულუს როლი - ქალის, რომელიც საკუთარი სილამაზითა და მაცდუნებელი ძალით კაცებს ცხოვრებას უნადგურებს. რეჟისორს შესანიშნავად გამოსდის ადამიანის ბნელი მხარეებისა და მისი მორალური დეგრადაციის წარმოჩენა. ფილმი იმ ეპოქის კინოს სოციალური კრიტიკის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.
🎵 სპეციალურად ამ ღონისძიებისა და ფილმისთვის "პანდორას ყუთი" მუსიკალური კონცეფცია შეიქმნა და ცოცხლად შესრულდება ნინო ჟვანიას მიერ.
გელოდებით 25 ივლისს, 21:00 საათიდან ჩვენს ეზოში!
__
⚠️ Aufgrund schlechten Wetters musste die Filmvorführung am 16. Juli abgebrochen werden. Wir holen die Veranstaltung am 25. Juli um 21:00 Uhr nach. Die Vorführung des Films „Der blaue Engel“ findet nun am 30. Juli statt.
Die Büchse der Pandora (1929) – Musik: Nino Jvania
Sommerkino mit Musik
25. Juli | 21:00 Uhr
📍Innenhof des Goethe-Instituts Georgien
Eintritt frei.
Das Goethe-Institut Georgien präsentiert ein Open-Air-Kinoprogramm, in dessen Rahmen drei herausragende Filme aus der späten Weimarer Republik gezeigt werden.
G. W. Pabsts Verfilmung von „Die Büchse der Pandora“ (1929) ist eines der eindrucksvollsten Werke dieser Zeit. Besonders hervorzuheben ist Louise Brooks in der Rolle der Lulu – einer Frau, die mit ihrer Schönheit und verführerischen Ausstrahlung Männer ins Verderben stürzt. Dem Regisseur gelingt es meisterhaft, die dunklen Seiten des Menschen und seinen moralischen Verfall darzustellen. Der Film ist ein markantes Beispiel für die gesellschaftskritischen Tendenzen des Kinos jener Epoche.
🎵 Speziell für diese Veranstaltung hat Nino Jvania ein musikalisches Konzept zum Film entwickelt, das sie live aufführen wird.
Wir freuen uns auf Ihren Besuch am 25. Juli ab 21:00 Uhr in unserem Innenhof!
#Musik #Sommerkino #GoetheInstitutGeorgien #NinoJvania
Also check out other Entertainment events in Tbilisi, Exhibitions in Tbilisi.